ანჩელოტი:„თუ ალონსო „რეალის“ მწვრთნელი გახდება, მე ამას მივესალმები“

კარლო ანჩელოტიმ „ლას პალმასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„საკმაოდ რთულ მატჩს ველი. „ლას პალმასს“ უყვარს ბურთის ფლობა და დარწმუნებული ვარ, ბერნაბეუზეც იგივე სტილში ითამაშებს. ჩვენ წინა ტურში წავაგეთ, სწორედ ამიტომ ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და აუცილებლად გავიმარჯვოთ, საშინაო კედლებში 3 ქულის მოპოვება გვმართებს.“

„კრიტიკა? ეს ყოველთვის ჩვენი (მწვრთნელების) საქმიანოს ნაწილია. როდესაც „რეალის“ დამრიგებლად მუშაობ, ყოველთვის გამარჯვებას გთხოვენ, ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყო. მე ვფიქრობ, რომ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, სწორედ ამიტომ სიმშვიდეს ვინარჩუნებ. როდესაც რომბის სისტემას ვიყენებთ, გარკვეული ნაკლოვანებები გვაქვს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უნაკლო ფორმაცია არ არსებობს, სწორედ ამიტომ თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ და საუკეთესო ფეხბურთი შევთავაზოთ ქომაგებს. ჩვენ შეცდომებს ყოველთვის სრულყოფილად ვაანალიზებთ.“

„კარვახალი დაბრუნდა, სიტუაციას შევაფასებ და მისი წუთების გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებ. ჩემს განკარგულებაშია ვინისიუს ჟუნიორიც, რომელიც 100%-ით მზად არის.“

„ჩემი კონტრაქტის განახლება? ახლა ამაზე საუბრის დროს ნამდვილად ვერ ვხედავ. მადრიდში ძალიან ბედნიერი ვარ და ამის შესახებ არაერთხელ მითქვამს.“

„ეჭვები? ზოგადად, გაწონასწორებული ადამიანი ვარ და სიტუაციის შეფასება სწორად შემიძლია, სწორედ ამიტომ მითქმა-მოთქმის მოსმენა ჩემი საქმე არ არის.“

„ის, რომ პირველ წუთებზე გოლებს ხშირად ვუშვებთ, აუცილებლად გამოსასწორებელი კომპონენტია და ამ მიმართულებით ბევრს ვიმუშავებთ.“

„კროოსი და მოდრიჩი ხან სკამზე იჯდებიან, ხანაც ითამაშებენ. ჭორები იმის შესახებ, რომ მათთან პრობლემები მაქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ.“

„შეტევაში მეტი კრეატიულობა გვჭირდება. ზოგადად მიმაჩნია, რომ შემტევებს მწვრთნელებმა მეტი თავისუფლება უნდა მისცენ. როდესაც ფეხბურთელი შემოქმედია, კონკრეტული დავალებით არ უნდა შემოვიფარგლოთ.“

„კეპამ ბევრი გოლი გაუშვა, მაგრამ ეს მისი ბრალი არ არის. ესპანელს თავდაჯერებულობა აქვს და იცის, რომ ნდობას ვუცხადებთ.“

„ტონი და ლუკა ერგებიან, როგორც 4-4-2, ასევე 4-3-3 სისტემას.“

„ჩაბი ალონსო? ის მე მყავდა, როგორც ფეხბურთელი. თუ ბასკი „რეალის“ მწვრთნელი გახდება, მე მას აუცილებლად მივულოცავ. მივიჩნევ, რომ ალონსოს აქვს ძალიან კარგი ცოდნა და ის იმსახურებს სამეფო კლუბის მწვრთნელობას, ისევე როგორც ალვარო არბელოა და რაულ გონსალესი.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 27 სექტემბერი 2023
  • 2565
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)