ანჩელოტი:„„რეალს“ 3 ან 4 გოლის გატანა შეეძლო“

კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მოგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...

„ჩვენ გვყავს საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი, რომელსაც ყველა ტურნირის მოგება შეუძლია, სწორედ ამიტომ იმედი უნდა გვქონდეს. სტარტი, როგორც ლა ლიგაში, ასევემ ჩემპიონთა ლიგაზე ეფექტურია. ყველა მატჩის მოგება შევძელით.“

„ვინისიუს ჟუნიორი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და რა თქმა უნდა, ქმნის განსხვავებებს. გვსურს, რომ ბრაზილიელმა „ლას პალმასთან“ ოთხშაბათის მატჩში მონაწილეობა მიიღოს, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.“

„ასეთი თამაშების მოგება მარტივი არ არის. ბერლინურმა კლუბმა დაცვითი ფეხბურთი შემოგვთავაზა და ჩვენ მაქსიმალურად დიდი მოთმინებით ვეძებდით სივრცეებს.“

„მიმაჩნია, რომ 3 ან 4 გოლის გატანა შეგვეძლო, თუმცა ბურთი კარში არ შედიოდა.“

„მაღალ ბურთებზე ბრწყინვალედ ვიბრძვით, რაც პირველ რიგში ხოსელუს დამსახურებაა. ესპანელის ადაპტაცია ბრწყინვალედ წარიმართა და ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. იგივეს თქმა შემიძლია ბელინგემზეც, რომელიც საჰაერო ორთაბრძოლებში ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს.“

„ნახევარდაცვაში დიდი კონკურენციაა. მე არ შემიძლია დაგისახელოთ ფეხბურთელები, რომლებიც ზედიზედ 4 და მეტ მატჩს გამართავენ. მოდრიჩის და კროოსის სახით „რეალს“ უდიდესი რესურსი აქვს.“

„ვეთანხმები გვარდიოლას, როდესაც ამბობს, რომ „სიტი“ ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია, თუმცა მხოლოდ სტატუსი გუნდს არაფერს მატებს. მთავარი საქმის კეთება და ნაჩვენები რეზულტატებია.“

„ბრაჰიმ დიასმა სასტარტო მატჩებში ცოტა ითამაშა, მაგრამ იდეა ის არის, რომ მომდევნო ტურებში ის გაცილებით მეტად დავტვირთოთ, რადგან ძალიან კარგი მოთამაშეა.“

„ჩუამენის თამაშით კმაყოფილი ვარ. ფრანგმა ფეხბურთელმა ხაზებს შორის ბრწყინვალედ იმოქმედა, ხშირად იბრუნებდა ბურთს და განაწილებას ცდილობს, ორელიანი კარგ ფორმაშია და გამარჯვებაში საკუთარი წვლილის შეტანა შეძლო.“

„მეორე ტაიმი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე პირველი. ჩვენ ვუტევდით და ვცდილობდით გოლის გატანას. ხოსელუს და როდრიგოს მეტოქის კარის აღება რამდენჯერმე შეეძლოთ.“

„ვინისიუსის დაბრუნების შემდეგ როდრიგო გოეშიც კიდევ უფრო ეფექტური გახდება. ბრაზილიელი ახალგაზრდები ერთმანეთთან ბრწყინვალედ კომბინირებენ.“ dle 10.1

  • Ramos
  • 21 სექტემბერი 2023
  • 2359
  • 1

1

21 სექტემბერი 2023 01:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 109
ამას ვინც ლანძღავს და რეალს აქ არდაწეროთ გთხოვთ🙏ბიჭო ვინი არყავს შემტევების ნაკლებობას განიცდის და 100პროცენტიანი ნიშნულით არის რაგონიათ რომ არყავდეს დატრანულები უფრო მაგარ თამაშებს არდადებდა?!აქ კიდე გამოვლენ პერესი ხომ დაბერდაო ვაი თქვენს პატრონს მთელი კატალონია ოცნებობს ჩვენაირ პრეზიდენტს რომ იცოდეთ და მთელი საფეხბურთო სამყარო

ციტატა: irakliusi

და კიდე აქ არავინ რომ არწერს არც სხვა საიტებზე ვინმეს არგინდათ დაითვალოთ მსოფლიო რეკორდი რომ დავამყარეთ?!გეტყვით ასე მოკლე სტარტზე რაც სეზონი დაიწყო ყველაზე მეტი ძელი და ხარიხას მოვახვედრეთ 13ძელი და ხარიხა გვაქვს 6თამში ეს კაი არაა მაგრამ დაუკვირდით რამდენად არგვიმართლებს სამან 1:0 მსჯელობთ მხოლოდ!!!

ბარსასთან ამხანაგური არითვლება😁თორემ 18იქნებოდა😁

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1

მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)