ურს ფიშერი:„„რეალი“ ბევრი მატჩი ვნახეთ“

„იუნიონ ბერლინის“ მთავარმა მწვრთნელმა მადრიდში პრესკონფერენცია გამართა, სადაც მეტოქეზეც ისაუბრა...


„ჩვენი მიზანი ამ თამაშით სიამოვნების მიღებაა. ვიცით, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე ასპარეზობა მარტივი არ იქნება, თანაც კარლო ანჩელოტის გუნდს ბრწყინვალე სტარტი აქვს, ამ გუნდმა ყველა ოფიციალური დაპირისპირება მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ კოლექტივი საოცარ ფორმაშია. ჩვენ აქ დიდი ენთუზიაზმით ჩამოვედით, შეკრული და მოტივირებული გუნდი ვართ, სწორედ ამიტომ წარმატების უნდა დავიჯეროთ. მადრიდში გამარჯვება საოცარი იქნება და უდიდეს მუხტს მოგვცემს.“

„ეს არის რაღაც განსაკუთრებული. გერმანიაში „ბაიერნს“ და „დორტმუნდს“ საოცარი სტადიონები აქვთ, ამ მხრივ გამოცდილება მივიღეთ, მაგრამ ბერნაბეუზე თამაში დამატებითი გამოწვევაა, თანაც გუნდთან, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის თასი 14-ჯერ აქვს მოგებული.“

„„რეალი“ არასდროს ვარდება პანიკაში და მუდმივად სიმშვიდეს ინარჩუნებს. იცით საიდან მოდის ეს? რა თქმა უნდა, უდიდესი გამოცდილებიდან. აქ მოთამაშე ფეხბურთელები უდიდეს მატჩებში იღებდნენ მონაწილეობას. ბოლო 9 წელიწადში „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 5-ჯერ გახდა.“

„ბელინგემი ბრწყინვალე ფეხბურთელია, ბუნდესლიგაში ასპარეზობის დროს ინგლისელი მოთამაშე ჩემს გუნდს არაერთხელ დაუპირისპირდა, მან კარგად იცის სივრცეების ათვისება, ბურთის ფლობა, პასების დარიგება და ასე შემდეგ.“

„დიახ, როგორც გითხარით, ჯუდის სახით ანჩელოტის უდიდესი ძალა შეემატა, მაგრამ ჩვენ არამხოლოდ ბელინგემზე არამედ მთელ გუნდზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი.“
dle 10.1

  • Ramos
  • 20 სექტემბერი 2023
  • 470
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (241)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)