კამავინგა:„ფეხბურთის არაფერი გაგეგებათ, თუ ამას არ ფიქრობთ“

ედუარდო კამავინგა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე კარლო ანჩელოტისთან ერთად წარსდგა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურზე ისაუბრა...


„ჩვენ ახალგაზრდებს ერთნაირი მენტალიტეტი გვაქვს. როდესაც „რეალში“ ხვდები, ყოველთვის წარმატებაზე უნდა იფიქრო, სწორედ ამიტომ ბევრი მუშაობა საჭირო. ვამაყობ, რომ მოდრიჩთან და კროოსთან ერთად ვვარჯიშობ, მათი სასარგებლო რჩევები ყველა ახალგაზრდას ეხმარება განვითარებაში.“

„ვფიქრობ, კარში დარტყმების კომპონენტი უნდა გავაუმჯობესო და ვეცადო ამ მიმართულებით მუშაობა გავაგრძელო. მე შემიძლია უკეთესი დარტყმების შესრულება.“

„ორელიანი, ჯუდი, ვინისიუსი, როდრიგო და სხვა ახალგაზრდები უნდს უფრო სწრაფს და მრავალმხრივ ხდიან, მათთან მუშაობა მეტისმეტად დიდ სიამოვნებას მანიჭებს.“

„შარშან მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაში მიწევდა. დიახ, ეს პოზიცია ნამდვილად არ არის მოსაწონი, მაგრამ როდესაც კოლექტივში ამის საჭიროება არსებობს, შენ კომპრომისზე უნდა წახვიდე.“

„„რეალი“ ყოველთვის ფავორიტია, ჩვენ გვყავს შესანიშნავი ფეხბურთელები, რომლებსაც არნახული რესურსი აქვთ. ფეხბურთის არაფერი გაგეგებათ, თუ მიიჩნევთ, „ბლანკოსი“ ტოპ ფავორიტებს შორის არ არის.“

„განახლებული ბერნაბეუ მართლაც ძალიან ეფექტურია. ვამაყობ და მიხარია, რომ ახალ არენაზე თამაშს წლების მანძილზე შევძლებ.“

„მოდის დაველოდოთ რეკონსტრუქციის სრულად დასრულებას, ამის შემდეგ არენა კიდევ უფრო სოლიდურ სახეს მიიღებს.“

„ყველა თამაშში მოგება მსურს, ენთუზიაზმით სავსე ვარ, ისე როგორც მთელი გუნდი.“

„„მერენგების“ რიგებში არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩაირიცხა, ჩვენ ერთად ვკომბინირებდთ და გვჯერა, რომ დიდი მომავალი გვაქვს.“

„როდესაც „ბლანკოსი“ ჩემპიონთა ლიგას ვერ იგებს, ეს სეზონი წარუმატებლად ითვლება. დიახ, სწორედ ამიტომ არის „რეალი“ საუკეთესოა. მოთხოვნები ყოველთვის ყველაზე მაღალია.“

„თუ „იუნიონ ბერლინთან“ გამარჯვება გვსურს, დიდი ინტენსივობა გვმართებს, ვინაიდან გერმანული კლუბი მეტოქეს ყოველთვის სწრაფ ფეხბურთს სთავაზობს.“

„მბაპე? მგონი ჩემზე მეტი თქვენ იცით. ახლა კილიანზე საუბრის დრო ნამდვილად არ არის.“ dle 10.1

  • Hala
  • 19 სექტემბერი 2023
  • 1947
  • 2

1

19 სექტემბერი 2023 16:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
მბაპეზე შენზე მეტი არ ვიცით კამა ნაღდად და ნუ ატრაკებ რა

2

19 სექტემბერი 2023 17:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 109
ციტატა: Batumski
მბაპეზე შენზე მეტი არ ვიცით კამა ნაღდად და ნუ ატრაკებ რა
არა არიცის დაიფიცა😁

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (241)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)