ანჩელოტი:„თუ „რეალის“ პრეზიდენტი ნადალი გახდება, მე....

კარლო ანჩელოტიმ „იუნიონ ბერლინთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებული სიტუაცია მიმოიხილა.


„ხვალ კარგად თამაშს ვგეგმავთ. „იუნიონ ბერლინმა“ შარშან შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, ახლა კი ჩემპიონთა ლიგაზეა და დარწმუნებული ვარ, ბოლომდე იბრძოლებს სასურველი შედეგის მისაღწევად.“

„„რეალი“ ყოველთვის არის ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი, როდესაც საქმე სამეფო კლუბს ეხება, მოთხოვნები ყველაზე დიდია. ვფიქრობ, „სიტი“ კვლავ იბრძოლებს, რადგან ბრწყინვალე გუნდი ჰყავს, მაგრამ ჩვენ ყველა კონკურენტის დასამარცხებლად მზად უნდა ვიყოთ.“

„დანი კარვახალს დაზიანება აქვს, ის განაცხადში ვერ მოხვდება, სასტარტო შემადგენლობაში კი ლუკას ვასკესს იხილავთ.“

„კომფლიქტი მოდრიჩთან? უკვე გითხარით, რომ მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. ხორვატი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის მატჩში მონაწილეობას მიიღებს.“

„ქალთა ფეხბურთში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით კითხვებზე არ გიპასუხებთ.“

„არდას აღდგენითი პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია, ის მომდევნო კვირიდან ჩვენთან ერთად იქნება.“

„ძლიერ, სოლიდურ და კარგად ორგანიზებულ გუნდს ვეთამაშებით, სწორედ ამიტომ ყურადღება გვმართებს. ჩვენ შეგვიძლია წარმატების მიღწევა.“

„რაფა ნადალის პრეზიდენტობა? თუ ასე მოხდება, მე მას მივულოცავ, თუმცა ახლა ვთვლი, რომ ფლორენტინო პერესი „რეალის“ ბრწყინვალე და ისტორიაში საუკეთესო მმართველია.“ dle 10.1

  • Hala
  • 19 სექტემბერი 2023
  • 4455
  • 1

1

19 სექტემბერი 2023 15:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
მაგარი ჩოგბურთელობა არ ნიშნავს მაგარ პრეზიდენტობას.

რა გამოცდილება აქვს ნადალს მენეჯმენტის მართვაში?!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (239)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)