ოდრიოზოლა:„კარვახალის დონის განაპირა მცველი მსოფლიოში არ მოიძებნება“

ალვარო ოდრიოზოლამ დანიელ კარვახალი შეაქო და განაცხადა, რომ ესპანელი განაპირა მცველის დონის მოთამაშე მსოფლიოში არ მოიძებნება...


„კარვახალი განსაკუთრებული მოთაშაშეა, მაქ აქვს ფასდაუდებელი გამოცდილება, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუზე მრავალწლიანი ასპარეზობის დროს მიიღო.“

„სათამაშო კლასი, დისციპლინა, მიდგომები და ხარისხი მას საუკეთესო ფეხბურთელად აქცევს. ესპანელი უბრალოდ წარმოუდგენლად დიდი ფეხბურთელია.“

„მივიჩნევ, რომ კარვახალი ყველასთვის სამაგალითო ფეხბურთელი უნდა იყოს, მე მისგან ბევრი რამ ვისწავლე და მადლიერი ვარ, რომ ამ ხნის განმავლობაში არასდროს დაუშურებია რჩევების მოცემა.“

„მარსელოს ვიეირას წასვლა „ბლანკოსისთვის“ დიდი დარტყმა იყო, დარწმუნებული ვარ, ანალოგიური იქნება დანის შემთხვევაშიც, ვინაიდან მან ათწლეულის მანძილზე საოცარი ეპოქა შექმნა.“

„„რეალი“ ლა ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, მაგრამ მივიჩნევ, რომ შიდა პირველობაზე „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“ სამეფო კლუბს უდიდეს წინააღმდეგობას გაუწევენ. ამ სეზონში ლა ლიგაში უპრეცენდენტო კონკურენციას ველი, ვინაიდან ტიტულისთვის მებრძოლ გუნდებს შესანიშნავი შემადგენლობები ჰყავთ.“

„„სოსიედადის“ წაგება „რეალთან“? ვერ ვიტყვი, რომ ჩვენმა გუნდმა ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ „რეალმა“ მეორე ტაიმში სიტუაციის რადიკალური ცვლილება შეძლო, რაც პირველ რიგში უდიდესი გამოცდილების, ხოლო მეორე რიგში სანტიაგო ბერნაბეუზე შეკრებილი აქტიური პუბლიკის დამსახურება იყო.“
dle 10.1

  • Hala
  • 19 სექტემბერი 2023
  • 706
  • 2

1

19 სექტემბერი 2023 11:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1187
ეს ალვარო ოდრიოზოლა სტენდაპერია?

2

19 სექტემბერი 2023 13:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 317
მგონი ტრამვა აქვს კარვას და ხვალ არ იქნება

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (241)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)