ბონუჩი:„„რეალი“ ევროპაში უკონკურენტო ფეხბურთს თამაშობს“

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი და „იუნიონ ბერლინის“ ამჟამინდელი მოთამაშე, ლეონარდო ბონუჩი მადრიდის „რეალზე“ საუბრობს. იტალიელი უკანახაზელი დღეს ესპანეთის დედაქალაქს ესტუმრება, ხვალ კი სანტიაგო ბერნაბეუზე ითამაშებს...


„საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვე და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩი. როდესაც ამ ტურნირზე ვთამაშობ, განსაკუთრებული შეგრძნებები მაქვს და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ახალ სეზონშიც. სანტიაგო ბერნაბეუზე გასამართ დაპირისპირებას მოუთმენლად ველი, რადგან ეს განსაკუთრებული სტადიონია.“

„დიახ, მე მქონდა მადრიდულ გრანდში მოხვედრის შანსი, მაგრამ იტალიიდან წასვლა არ მსურდა, ეს წლების წინ იყო და არჩევანს არ ვნანობ.“

„„რეალი“ ევროპაში უკონკურენტო ფეხბურთს თამაშობს. ჩემპიონთა ლიგის 14-ჯერ მოგება მარტივი არ არის და ამაზე სრულიად საფეხბურთო საზოგადოება უნდა შეთანხმდეს.“

„ჰეთ-თრიკი ჩემპიონთა ლიგაზე, რომელიც ზინედინ ზიდანის ეპოქაში ამ გუნდმა შეასრულა, მართლაც წარმოუდგენელი იყო. მივიჩნევ, რომ იმ ფორმაციის „ბლანკოსს“ ვერავინ დაამარცხებდა.“

„ჩვენ ახალი და შემართებით სავსე გუნდი გვყავს. დარწმუნებული ვარ, სამეფო კლუბს დიდ წინააღმდეგობას გავუწევთ, ხოლო თუ ესპანეთის დედაქალაქიდან 3 ქულას წამოვიგებთ, უდიდეს ნაბიჯს გადავდგამთ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალისკენ, სწორედ ამიტომ, ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ.“

„მოდრიჩი, კროოსი, ვალვერდე, კარვახალი და კიდევ არაერთი ტოპ მოთამაშე „რეალს“ შესანიშნავ გუნდად აყალიბებს. მე ველი სანახაობრივ და ძალიან ბევრი მომენტით დახუნძლულ დაპირისპირებას.“ dle 10.1

  • Hala
  • 19 სექტემბერი 2023
  • 939
  • 2

1

19 სექტემბერი 2023 14:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
მილიტაოს სანამ დაიმატებდნენ მაშინ იყო ბონუჩიზე ბაზარი მახსოვს და მაგრადაც მიქარეს რომ არ იყიდეს

2

20 სექტემბერი 2023 00:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1998
ეჰ,ჩემო ლეონარდო.....გაღერძავენ შენ უნიონ ბერლინს მადრიდელი ლომები.🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (241)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)