ანჩელოტი:„მან „რეალში“ ბენზემა უნდა შეცვალოს.“

კარლო ანჩელოტიმ „სოსიედადთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ეს გახლდათ ურთულესი მატჩი, სადაც მეტოქეს ინტენსიობა 90 წუთის განმავლობაში არ დაუკარგავს. გოლის გაშვებამ ჩვენი მიზნები გაართულა, მაგრამ საშინაო არენაზე ვთამაშობდით და ვალდებულნი ვიყავით, „ქამბექი“ დაგვეფიქსირებინა. ფეხბურთელებს ჰქონდათ მონდომება და ენთუზიაზმი, რამაც საბოლოო ჯამში ბრწყინვალე შედეგი გამოიღო და ჩვენ ლა ლიგის ერთპიროვნული ლიდერები ვართ. ვიცოდით, რომ მერინო და ტაკეფუსა, ბრაისთან ერთად დიდ პრობლემებს შექმნიდნენ. პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში ფეხბურთელებს ბევრი ვესაუბრე და მეორე ნახევრისთვის წარმატების გზები დავსახეთ.“

„ფრან გარსიას ურთულესი თამაშის ჩატარება მოუხდა, ვინაიდან ტაკეფუსა ბრწყინვალედ თამაშობდა, თუმცა ესპანელმა ფეხბურთელმა მატჩის მოგებაში ფაქტობრივად გადამწყვეტი როლი ითამაშა.“

„ხოსელი? ის ამტკიცებს, რომ აქ ყოფნის ღირსია. წინახაზელს „რეალში“ ბენზემას შეცვლა უწევს, რაც მარტივი ნამდვილად ვერ იქნება, მისი გამოსვლით ძალიან კმაყოფილი ვარ.“

„მეორე ტაიმის დასკვნით ეტაპზე ბურთის მეტი კონტროლი გვჭირდებოდა, სწორედ ამას უკავშირდებოდა ჩემი ცვლილებებიც. საბოლოო ჯამში ყველა მოთამაშემ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.“

„ბელინგემი კვლავ გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ მეტოქე გუნდის მეკარემ რამდნეიმე შემთხვევაში ითამაშა ძალიან მაღალ დონეზე. ჯუდი პროგრესს განაგრძობს, ის შესანიშნავია.“

„ხოსელუ ძალიან მნიშვნელოვანია მეორე სართულზე, მას აქვს განსაკუთრებული თვისებები, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.“

„სანაკრებო შეკრებებზე როდრიგო გოეშმა და ფედე ვალვერდემ ძალიან დიდი დატვირთვა მიიღეს, მათ მოუწიათ მრავალსაათიანი ფრენა და უამრავი ლოკაციის დაფარვა, სწორედ ამიტომ ისინი ცოტა დაღლილები იყვნენ.“

„ნახევარდაცვაში არანაირი პრობლემა არ არსებობს. ჩვენ უდიდესი რესურსი გვაქვს.“

„4-4-2 სისტემაში განაპირა მცველების ფუნქცია იზრდება. მიხარია, რომ კარვახალი და ფრანი შეტევის ორგანიზებაში გუნდს დიდ დახმარებას უწევენ და სიტუაციას ამწვავებენ.“ dle 10.1

  • Hala
  • 18 სექტემბერი 2023
  • 4214
  • 1

1

18 სექტემბერი 2023 11:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
ყველა თამაშში ძაან გვიჭირს, სილაღე არ გვაქვს რა...

იმენა წინა ხაზის ბრალია ეგ თემა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)