ანჩელოტი:„მოდრიჩს დავპირდი, რომ ამას გავაკეთებ“

კარლო ანჩელოტიმ „სოსიედადთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფრენცია გამართა და გუნდში არსებული სიტუაცია მიმოიხილა. იტალიელი სპეციალისტი მზადებით კმაყოფილია...


„მთავარი ის არის, რომ სანაკრებო შეკრებების შემდეგ სამეფო კლუბს ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი დაუბრუნდა. ენთუზიაზმი დიდი გვაქვს და ვეცდებით, მორიგი 3 ქულა ჩავიწეროთ აქტივში.“

„ბელინგემი ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია, ის „დორტმუნდში“ კიდევ არ ჩანდა ისე, როგორც სამეფო კლუბში. ინგლისელს უდიდესი მომავალი აქვს.“

„ვინისიუსი კარგად ვარჯიშობს. ბრაზილიელი ფეხბურთელი დაგეგმილზე ადრე დაბრუნდება. მომდევნო კვირიდან ის გუნდთან ერთად დაიწყებს დავალებების შესრულებაც, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი იქნება.“

„რაულთან მუდმივი კომუნიკაცია მაქვს, ის ახალგაზრდებთან მუშაობს და სასარგებლო რჩევებს მაძლევს. „კასტილიაში“ არის რამდენიმე მოთამაშე, რომელსაც მთავარი გუნდის დახმარება შეუძლია.“

„რამდენ გოლს გაიტანს ბელინგემი? არ ვიცი, ვნახოთ რა მოხდება. ინგლისელი მრავალმხრივი ნიჭის პატრონია და ეს დიდი ხნის წინ შევნიშნე.“

„სებალიოსი 100%-ით მზად არის და განაცხადში მოხვდება, მას არანაირი პრობლემა არ აქვს.“

„მენდი? ის ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურისთვის იქნება მზად, სან სებასტიენელებთან კი არ ითამაშებს.“

„როტაცია გარდაუვალია, რადგან მჭიდრო კალენდარი გვაქვს, თუმცა „სოსიედადის“ წინააღმდეგ საუკეთესო გუნდი უნდა გამოვიყვანო.“

„ვინისიუსი და „ფიფას“ დაჯილდოვება? ამაზე ის ბევრს იტიროდა (იცინის).“

„ტაკეფუსა ბრწყინვალე ფეხბურთელია. ფაქტია, რომ იაპონელმა მოთაშემ უდიდესი პროგრესი აჩვენა და „სოსიედადის“ ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მოთამაშედ ითვლება.“

„მოდრიჩი? მე არ მჭირდება კროოსის და ლუკას გამოცდა, ისედაც კარგად ვიცი, რისი გაკეთება შეუძლიათ მათ მოედანზე. ჩემი მიზანი ახალგაზრდებისთვის შანსი მიცემა იყო. ხორვატთან ამ საკითხზე არაერთხელ მისაუბრია. მოდრიჩს ამ სეზონში ძალიან ბევრჯერ გამოვიყენებ, მას სათამაშო დროის პრობლემა ნამდვილად არ ექნება.“

„ლუკას პირადად დავპირდი, რომ ამ სეზონში უმნიშვნელოვანეს როლს კვლავ ითამაშებს.“ dle 10.1

  • Hala
  • 17 სექტემბერი 2023
  • 2149
  • 2

1

17 სექტემბერი 2023 12:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 8
იტიროდა რა ჯამდაბაა კაცო

2

19 სექტემბერი 2023 10:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 33
იტიროდა და ცივი წყალი დალოვოდა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)