AS.COM: ვაარტი, დრენტე და დიარა განაცხადს მიღმა დარჩნენ

ჟოზე მოურინიომ უკვე განაცხადა, რომ მას არ ესმის იმ ფეხბურთელების, რომლებმაც იციან, სამეფო კლუბში მათ სათამაშო დრო არ მიეცემათ და მაინც არ აპირებენ კლუბის დატოვებას. როგორც ჩანს პორტუგალიელმა სპეციალისტმა გადაწყვიტა აგრძნობინოს იმ ფეხბურთელებს რომლებიც მას აღარ სჭირდება და ისინი მალიორკასთან განაცხადს მიღმა დატოვა.


მადრიდის რეალს პირველი მატჩი ლა ლიგაში მალიორკასთან უწევს. ამ მატჩისათვის მოურინიო არ აპირებს შემდეგი ფეხბურთელების გამოძახებას: დრენტე, ვან დერ ვაარტი და მაჰამადუ დიარა. მართალია მალელს ტრავმა აწუხებს, მაგრამ სულ ბრწყინვალე ფორმაში რომ იყოს, მოურინიო მას მაინც არ გამოიძახებდა. მათი განაცხადში არ შეყვანით კიდევ ერთხელ ანიშნებს მოურინიო ფეხბურთელებს, რომ დღეიდანვე უნდა დაიწყონ ახალი ნავსაყუდელის ძებნა.

ყველაზე მარტივად საქმე დრენტეს შემთხვევაში არის, მიუხედავად იმისა რომ ფეხბურთელს არ უნდა კლუბის დატოვება, რეალი მას აუცილებლად გაუშვებს, თუმცა იჯარით. სავარაუდოდ ჰოლანდიელი ფიორენტინაში ან ბენფიკაში ჩაირიცხება 1 წლით, თავის გამოჩენის შემთხვევაში კი კვლავ დაბრუნდება რეალში.

მაჰამადუ დიარა მზად არის დატოვოს კლუბი, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ მისი ახალი კლუბი იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე და მისი გასამრჯელო წელიწადში მინიმუმ 2.8 მილიონი ევრო იქნება. მალელის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს ლონდონის ტოტენჰემი იჩენს.

ყველაზე რთული მდგომარეობა ვან დერ ვაარტის შემთხვევაშია, გარდა იმისა, რომ ფეხბურთელს არ სურს კლუბის დატოვება, მისი თამაშით მოურინიოც მოხიბლული არის, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, კლუბისთვის სარგებელს ფეხბურთელი მხოლოდ სხვა გუნდში გადაბარგების შემთხვევაში მოიტანს. გერმანული გამომცემლობების მიხედვით, ვან დერ ვაარტმა შესაძლოა კარიერა შალკეში გააგრძელოს მის ყოფილ თანაგუნდელებთან რაულთან და მეცელდერთან ერთად.

მიუხედავად ყველაფრისა, მოურინიოს ჯერ ოფიციალური განაცხადი არ გამოუქვეყნებია. პირველი ორი ტრანსფერი შესაძლოა მართლაც შედგეს, რადგან დრენტე და დიარა ძალიან ახლოს არიან კლუბის დატოვებასთან, რაც შეეხება ვან დერ ვაარტს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფეხბურთელმა კლუბი დატოვოს, რადგან ჟოზეს საქმეებში არავინ არ ერევა და სწორედ მისი გადასაწყვეტია, რომელი მოთამაშე წავა გუნდიდან. პორტუგალიელმა სპეციალისტმა კი არაერთხელ შეაქო რაფა, რაც იმაზე მეტყველებს რომ ჰოლანდიელი მინიმუმ კიდევ ერთი სეზონით დაიცავს მადრიდის რეალის ღირსებას.

ინფორმაციის წყარო: AS.COM
dle 10.1

  • SunSay
  • 27 აგვისტო 2010
  • 2048
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)