ანჩელოტი:„ვინისიუსი შესანიშნავი იყო, მაგრამ მოედანზე ვერ დავტოვებდი“

კარლო ანჩელოტიმ „სელტასთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„სტარტი ბრწყინვალეა. ვეცდებით, კარგი სერია დიდხანს გავაგრძეოთ. 3 ტურის შემდეგ აქტივში 9 ქულა გვიწერია და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.“

„გუნდი კარგად არის დაკომპლექტებული. კურტუას და მილიტაოს სახით უდიდესი დანაკლისი განვიცადეთ, მაგრამ შესაბამისი რესურსი არსებობს. იმედი მაქვს, ვინისიუსთან მიმართებით სერიოზული არაფერია.“

„ვერ ვიტყვი, რომ ბელინგემის საუკეთესო თვისება გოლის გატანის ალღოა, მაგრამ ფაქტია, რომ ინგლისელი ფეხბურთელი ლა ლიგის საწყის ტურებში ბევრს იტანს და გუნდს ეხმარება. ის კარგი ინტელექტუალია, რომელიც ბრწყინვალედ მოძრაობს ბურთის გარეშე.“

„კეპას წინააღმდეგ თამაშის წესები ირღვეოდა, მე ეს დავინახე და მივიჩნევ, რომ გოლის გაუქმება სამართლიანია.“

„ვინ დაიცავს გუნდის კარს მომდევნო მატჩებში? ჩვენ გვავქს დიდი რესურსი კეპას და ლუნინის სახით.“

„ტრანსფერები შეტევაში? ბენზემა წავიდა, მაგრამ გუნდმა 3 მატჩში 6 გოლის გატანა შეძლო. ვფიქრობ, ეს არ არის ცუდი შედეგი. ჩვენ შეგვიძლია რესურსის სრულფასოვანი ათვისება და უამრავი გოლის გატანა. გვყავს ხოსელუ და ბრაჰიმ დიასი, რომლებიც შეტევით რესურსს უფრო მრავალფეროვანს ხდიან.“

„პენალტი მოდრიჩს უნდა დაერტყა, მაგრამ არჩევანი როდრიგოზე გაკეთდა. მე ეს მისთვის არ დამივალებია. არ ვიცი, რა მოხდა იმ მომენტში.“

„ვიმედოვნებ, ვინისიუსი ლა ლიგის მომდევნო ტურში ხელმისაწვდომი იქნება. მან ბენიტესის გუნდის წინააღმდეგ თამაში ეფექტურა დაიწყო და შესანიშნავად გამოდიოდა, თუმცა სამწუხაროდ, ბრაზილიელის მოედანზე დარჩენა რისკებთან იყო დაკავშირებული.“

„რაფაელს მატჩის შემდეგ ვუთხარი, რომ ვინისთან ერთად ჩემს გუნდს არ გაუჭირდებოდა, თუმცა ის არ დამეთანხმა.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 26 აგვისტო 2023
  • 3347
  • 3

1

26 აგვისტო 2023 19:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1900
მოდრიჩმა უნდა დაარტყას ხოლმე. 2ჯერ დაგვიდეს და 2ივეჯერ გაიმაზა 3 თამაში

2

26 აგვისტო 2023 20:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
კარლიტო, დაგცინიან მაგ კომენტარის გამო. როგორ არ მიუთითე ლუკას მერე ჰააა

3

26 აგვისტო 2023 23:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 407
ბრაჰიმ დიასი და ხოსელუ არ დაგეკარგოს შენ და მაგათ იმედზე იყავი გრანდებთან ლიგაზე.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (242)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)