ანჩელოტი:„ბოლო წუთების ტრანსფერს გამოვრიცხავ“

კარლო ანჩელოტიმ „სელტასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„გუნდი კარგ ფორმაშია და „ბალაიდოსს“ ოპტიმისტური განწყობით ვეწვევით. „სელტას“ დიდი მოტივაცია აქვს, ეს გუნდი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, თუმცა ვეცდებით, წარმატებული სვლა შევინარჩუნოთ.“

„კეპა არიზაბალაგა „სელტას“ წინაარმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იქნება, ამას გიდასტურებთ.“

„მას შემდეგ, რაც „რეალს“ მეორედ ჩავუდექი სათავეში, უკვე 119 დაპირისპირება ჩავატარე, ახლა კი 120-ე მატჩის დროა, სადაც ჩემი გუნდი ყველაფერს გააკეთებს 3 ქულის მოსაპოვებლად.“

„მოდრიჩი მუდმივად არ თამაშობს, რაც მისთვის უჩვეულო სიტუაციაა, თუმცა მერწმუნეთ, ხორვატს შანსი ხშირად მიეცემა. მე ვენდობი უდიდეს გამოცდილებას და კლასს, რომელიც ნახევარმცველს აქვს.“

„გაბრი ვეიგა საუდის არაბეთში? არ მიკვირს, რადგან საუდის არაბეთის მხარე ფეხბურთელებს გაცილებით მაღალ შემოსავლებს სთავაზობს. ჩემი აზრით, შესაბამისმა ორგანიზაციებმა კომპეტენციის ფარგლებში უნდა მიაქციონ ყურადღება ამ საკითხს და ბაზარის დარეგულირება სცადონ.“

„თერთმეტმეტრიანებს შეასრულებენ ვინისიუსი, როდრიგო და ვალვერდე. ბურთთან ასევე ხშირად ვიხილავთ მოდრიჩსაც, რომელსაც ბრწყინვალე გამოცდილება აქვს.“

„ბელინგემი შესანიშნავად მოძრაობს ბურთის გარეშე. ინგლისელი შესანიშნავი ნახევარმცველია და ადაპტაცია არ გასჭირვებია.“

„თამაშების რაოდენობა არ უნდა გაიზარდოს, პირიქით, უნდა შემცირდეს. ფეხბურთელებს ძალიან ბევრი ფრენა, მოგზაურაობა და ფიზიკური დატვირთვის მიღება უწევთ. ეს ყველაფერი ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს.“

„ტრანსფერი ბოლო წუთებში? ამას 100%-ით გამოვრიცხავ.“

„ჩუამენი საოცარი ფეხბურთელია, რომელიც დიდ დახმარებას გვიწევს. ფრანგი ზუსტად ისე თამაშობს, როგორც შარშან სეზონის პირველ ნაწილში.“

„როდრიგოსთვის ახალ პოზიციასთან ადაპტირება რთული არ ყოფილა, ვინაიდან მას უყვარს ცენტრში თამაში. რაც შეეხება ვინისიუსს, მისთვის ეს სიახლე იყო, მაგრამ პრობლემას ვერ ვხედავ. ბრაზილიელმა გოლის გატანაც მოახერხა, მას აქვს საკმარისი ინტელექტი იმისათვის, რომ ახალი გამოწვევა მიიღოს.„

„ვალვერდემ ოდნავ უკან დაიწია, თუმცა მისი სისწრაფე ძალიან ბევრ კომპონენტში გვეხმარება. მე მას არასდროს მივცემ ისეთ დავალებას, რომელსაც ვერ შეასრულებს.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 24 აგვისტო 2023
  • 1769
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (244)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)