ფლორენტინო პერესმა მბაპეს ულტიმატუმი პირადად წაუყენა!

ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს კილიან მბაპესთან და მის ოჯახთან პირადი კომუნიკაცია ჰქონდა...


სამეფო კლუბის პრეზიდენტმა ფაიზა ლამარის, ფილფრედ მბაპეს და თავად კილიან მბაპეს უთხრა, რომ „პსჟ“-სთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში კომუნიკაცია შეწყდება და მხარეები სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივაზე არასდროს აღარ ისაუბრებენ.

ამასთან ერთად ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პერესმა მბაპეს ოჯახს აცნობა, რომ აგვისტოს ბოლო კვირაში „პსჟ“-ს 120 მილიონიანი წინადადებით მიმართავს, საიდანაც ნასერ ალ ჰელაიფი 80 მილიონს მიიღებს, ხოლო დანარჩენი 40 მილიონი თავად მბაპეს ერთგულების ბონუსის სახით ჩაერიცხება.

პერესმა მბაპეს ოჯახს აუხსნა, რომ პარიზული გუნდი ამ წინადადებაზე უარს არ იტყვის, მთავარი კი თავად ფეხბურთელის მხრიდან გარკვეულ დათმობებზე წასვლა იქნება.

სამეფო კლუბის პრეზიდენტს პრინციპულობა არასდროს აკლდა, ახლა კი მზად არის, ნაბიჯი გადადგას, თუმცა თავად ფეხბურთელისგან მოითხოვს გარანტიებს და აყენებს ულტიმატუმს. მბაპეს შეუძლია მადრიდისტა ან ახლავე გახდეს, ან კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში სანტიაგო ბერნაბეუზე მოხვედრის შანსი სამუდამოდ დაკარგოს. dle 10.1

  • Bernabeu
  • 20 აგვისტო 2023
  • 6889
  • 5

1

20 აგვისტო 2023 16:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 119
ამას ხო შარშან დავემშვიდობეთ?!

2

20 აგვისტო 2023 16:16

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 32766
  • |
  • კომენტარები: 270
რას გაუგებ ამ ტვიტერებს და მადრიდულ გამოცემებს. ერთ დღეს ემშვიდობებიან, მეორე დღეს ტრანსფერი შედგაო, მესამე დღეს გადაიდოოო.

ფაქტი ისაა, რომ ეს საგა თვის ბოლომდე გაგრძელდება, თუმცა პირადად მე მგონია, რომ ტრანსფერი შეიძლება მართლა შედგეს
-----------------------
HalaMadrid.Ge - ქართველი მადრიდისტებისთვის !!!

3

20 აგვისტო 2023 17:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 317
ფინალში ერთადერთი გოლი მადრიდის "რეალის" მცველმა ოლგა კარმონამ გაიტანა. ტენა დამ😂

4

20 აგვისტო 2023 17:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2117
ციტატა: Hala
რას გაუგებ ამ ტვიტერებს და მადრიდულ გამოცემებს. ერთ დღეს ემშვიდობებიან, მეორე დღეს ტრანსფერი შედგაო, მესამე დღეს გადაიდოოო.

ფაქტი ისაა, რომ ეს საგა თვის ბოლომდე გაგრძელდება, თუმცა პირადად მე მგონია, რომ ტრანსფერი შეიძლება მართლა შედგეს

ადმინ თამაშის მერე სტატისტიკური მონაცემები რო დაიდოს ხომ შეგიძლია?ვინ რამდენი გაირბინა,პასების სიზუსტე,კარში დარტყმები…მატჩის შემდგომი შეფასებები

5

20 აგვისტო 2023 19:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 161
ფული მოკუკე ბაბუ - ბევრი ფული და მბაპე ჩვენი იქნება

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (244)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)