ბელინგემი:„თუ ამას გავაკეთებ, „რეალთან“ ერთად ყველა ტიტულს მოვიგებ“

ჯუდ ბელინგემმა „ალმერიასთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა...


„პირველივე წუთებზე გოლი გავუშვით, მაგრამ ეს ნამდვილად არ გამხდარა პანიკის საფუძველი, გუნდი მწყობრად უტევდა და საბოლოო ჯამში სასურველი შედეგი დააფიქსირა. 3-ზე ბევრად მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, თუმცა ანგარიში მისაღებია.“

„ტელევიზორში არაერთხელ მინახავს „რეალის“ დაბრუნება. ამ გუნდს „ქამბექი“ არ უჭირს. ბევრჯერ მითქვამს, რომ ყველაფერი დასრულებული იყო, მაგრამ „ბლანკოსი“ თამაშში ბრუნდებოდა, ახლა კი აქ ვარ და ყველაფერს ვიზიარებ. აქ წაგების არასდროს სჯერათ, სწორედ ამიტომ არის „ბლანკოსი“ უნიკალური გუნდი.“

„არამხოლოდ გოლების გატანაზე, არამედ სხვა ასპექტებში მუშაობაც მმართებს. ვცდილობ, გუნდს ყველაფერი დავეხმარო. დარწმუნებული ვარ, თუ სულ ასე კარგად ვითამაშებ „რეალთან“ ერთად ყველა ტიტულის მოგებას შევძლებ. ძალიან მოტივირებული და ბედნიერი ვარ.“

„აქ სულ სხვა დონეა და ვფიქრობ, ახლა ბევრად ძლიერი ვარ, ვიდრე გასულ სეზონში. მაქსიმალურად ვცდილობ, თანაგუნდელების გამოცდილება სასიკეთოდ გამოვიყენო.“

„გულშემატკივრებს დიდ მადლობას ვუხდი, უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ, რაც მათი დამსახურებაა.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 20 აგვისტო 2023
  • 1286
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (244)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)