ანჩელოტი:„მისი „რეალიდან“ წასვლა შეცდომა არ ყოფილა“

კარლო ანჩელოტიმ „ალმერიასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ „ალმერიამ“ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და წაგების მიუხედავად ეს დაპირისპირება ამ გუნდის აქტივში უნდა ჩაიწეროს. სიცხე ორივე გუნდს უქმნიდა პრობლემას, მითუმეტეს დინამიური თამაში შედგა, სადაც ფეხბურთელებმა ბევრი ირბინეს.“

„გასახდელში სატელევიზიო კამერები არ მჭირდება, მზად ვარ ხელფასიც კი შევიმცირო ამის გამო.“

„ვინისიუსს ვუთხარი, რომ ბურთი არ დაეკარგა, ეს ისეთი მატჩი იყო, სადაც რისკზე ხშირად წასვლა არ ღირდა, სხვა სათქმელი არაფერი მქონდა.“

„მიხარია, რომ გოლი არაერთმა ფეხბურთელმა გაიტანა, მათ შორის კი აქტივის გახსნა ვინისიუსმაც შეძლო. იქნება მატჩები, სადაც ნაკლებ მომენტს შევქმნით, სწორედ ამიტომ მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა ეპიზოდი, რომელიც გვექნება.“

„ხოსელუ დიდი რესურსია, მას მოედანზე შესვლა და გოლების გატანა შეუძლია, დარწმუნებული ვარ, ახალწვეული არაერთხელ გამოიჩენს თავს.“

„ლუკა და ტონი კროოსი, როგორც ყოველთვის დამაჯერებლები იყვნენ, რა თქმა უნდა, ორივე მოთამაშეს დიდი დრო ექნება.“

„როდესაც 4-4-2 სისტემას ვიყენებთ, ფრთების კონტროლი რთულია, თუმცა შეტევაში მეტ მრავალფეროვნებას გვაძლევს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ იდეალური ბალანსი.“

„მასპინძლებმა მართლაც გაგვაოცეს. მივიჩნევ, რომ „ალმერიას“ ამ სეზონში ძალოან კარგი შედეგები ექნება.“

„არიბასი? მისი „რეალიდან“ წასვლა შეცდომა არ იყო, პირიქით, სერხიო დიდ გამოცდილებას მიიღებს, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 20 აგვისტო 2023
  • 5887
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (232)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)