დევიდ ბექჰემი:"რვა მიზეზი,როცა "რეალი" აგებს..."

რვა მიზეზი იმისა,როცა "რეალი" აგებს...


...მატჩი მიმდინარეობს "რიასორზე"

ეს სტადიონი,რომელიც ეკუთვნის "დეპორტივოს".მადრიდის "რეალს" ამ სტადიონზე არ მოუგია 18 წლის განმავლობაში.ამ სტადიონზე არ მოუგია არც რაულს,არც კასილასს და არც გუტის.

...1/8 ფინალური მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე

უკვე 5 წელია მადრიდის "რეალი" 1/8 ფინალიდან ვერ აღწევს.პირველად 1/8 ფინალიდან გამოგვაგდო ტურინის "იუვენტუსმა",შემდეგ "არსენალმა",ბაიერნმა","რომამ" და ბოლოს "ლივერპულმა".

...მოედანზე არაა იკერ კასილასი

კასილასი არის "რეალის" ერთ–ერთი ლიდერი.მას ზურგს უმაგრებს დიდი გამოცდილება.ვერ დავთვლით მისმა სეივებმა რამდენჯერ იხსნა გუნდი წაგებისგან.საერთოდ "რეალი" წარმოუდგენელია კასილასის გარეშე.ბოლო წლებში იკერი "რეალის" ერთ–ერთი ფლეიმეიქერია.დიახ,დიახ,თქვენ არ ცდებით–ფლეიმეიქერია.კუთხურის შედეგად მოგერიებული ბურთები,პასი 40–50 მეტრში,რობენის სოლორეიდი და იგუაინის გოლი.

თუ მოედანზე არაა არც რაული და არც იკერი,დაფიქრდით ნამდვილად "რეალის" მატჩს უყურებთ?

...89–ე წუთია,ანგარიშია 0:1 ან 0:2,გონსალო იგუაინი კი ზის სათადარიგოთა სკამზე

თუ "რეალის" შემადგენლობაში არის ფეხბურთელი,რომელსაც შეუძლია ბოლო წუთებზე თამაშის გადარჩენა,ეს არის გონსალო იგუაინი.ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით გონსალო საუკეთესოა "სამეფო კლუბში".მისი მოედანზე ყოფნა იმის გარანტიას გვაძლევს,რომ "რეალი" იბრძოლებს მოსაგებად.

თუ მატჩი არ მიმდინარეობს "ბერნაბეუზე"

საკუთარ მოედანზე "რეალი" ძალიან ძლიერია.ძალიან ძნელია მათი დამარცხება მათსავე სტადიონზე."ბარსელონას" ფანების გულებში დარჩება 2009 წლის 2 მაისი.კაპელოს დროს კი პირიქით იყო–გასვლით მატჩებში უფრო ძლიერად ვთამაშობდით,ვიდრე საკუთარ მოედანზე.განსაკუთრებით ძნელია გასვლითი მატჩები შემდეგ სტადიონებზე:"მესტალია","სანჩეს პისხუანი","დელე ალპი","კამპ ნოუ","რიასორი" და "სან–მამესი".

...მოწინააღმდეგის გუნდში თამაშობს გუშინდელი "რეალის" ფეხბურთელი

ეტო'ომ "რეალს" გაუტანა 9 გოლი.მაგრამ "ბლანკოსს" არამარტო კამერუნელი უტანდა.სხვა აღზრდილებიც იჩენდნენ თავს."სამეფო კლუბის" კარში გოლები გატანილი აქვთ შემდეგ კლუბის აღზრდილებს:მატა,ხუანფრანი,სოლდადო,მისტა,ლუის გარსია.აღსანიშნავია,რომ ისინი "რეალის" წინააღმდეგ მუდამ საბრძოლველად არიან განწყობილნი.

...თუ მოწინააღმდეგე "იუვენტუსია"

უკვე მერამდენე წელია,თუ არ ვცდები მეთერთმეტედ,"რეალი" ვერ უგებს ტურინულ კლუბს.ჩემპიონთა ლიგაზე ამ ორ კლუბს შორის გამარჯვებული მუდამ "იუვენტუსის" ფეხბურთელები რჩებიან.მოსამზადებელ ეტაპზეც განიცადეს მარცხი "მშვიდობის თასის" შეხვედრაში.ამ მოწინააღმდეგესთან მოგება ძალიან ძნელი საქმეა. dle 10.1

  • faqo
  • 19 აგვისტო 2009
  • 2789
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)