ანჩელოტი:„ჩემთვის გაუგებარია, რატომ აკეთებს UEFA ამას“

კარლო ანჩელოტიმ ლა ლიგის მეორე ტურის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ „ალმერიას“ წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ანდრეი ლუნინი იქნება. კეპა? მისი ადაპტაცია წარმატებით მიმდინარეობს და მომავალ კვირებში აუცილებლად ვიხილავთ მოედანზე.“

„ახალი მცველი? ჩვენ გვყავს რუდიგერი, ნაჩეტე, დავიდ ალაბა და მარველი. ვეცდებით, არსებული რესურსი მაქსიმალურად ავითვისოთ. ნამდვილად ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ ახალი უკანახაზელი დავიმატოთ.“

„თამაში საღამოს? პრობლემა არ არის. დიახ, ზაფხულია და ესპანეთში ძალიან ცხელა, მაგრამ ახლა ამას ვერ გავაპროტესტებთ.“

„არ ვიცი, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა „უეფამ“. ჩემი აზრით, ვინისიუსი არამხოლოდ ტოპ 10 ფეხბურთელში შედის, არამედ საუკეთესოა.“

„ედუარდო კამავინგას ფეხზე მცირე დისკომფორტი ჰქონდა, სწორედ ამიტომ დღევანდელი ვარჯიშის სრულფასოვნად ჩატარება ვერ შეძლო. ფრანგი განაცხადში აუცილებლად მოხვდება და თუ თავს კარგად იგრძნობს, ხვალინდელ დაპირისპირებაში მონაწილეობას მიიღებს.“

„კეპა თუ ლუნინი? როტაცია? არ ვიცი, ვნახოთ. კეპა ძალიან გამოცდილია, ანდრეის კი სწორედ გამოცდილება სჭირდება. ვეცდები, შანსი ორივეს მივცე. სეზონი მეტისმეტად გრძელია.“

„მოდრიჩი და კროოსი შესანიშნავად ემზადებიან და ლა ლიგის მეორე ტურისთვის მზად არიან.“

„როგორც კურტუა, ასევე მილიტაო ფიზიკური თვალსაზრისით ძალიან ძლიერი ფეხბურთელები არიან. არ ვიცი, რამ განაპირობა მათი ამხელა დაზიანებები, ალბათ გარემოებების შეფასება მოგვიწევს.“

„კამავინგამ „რეალში“ 100 მატჩიან ნიშნულს მიაღწია, ეს მის ასაკში საოცარი ციფრია. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ფრანგს პროგრესი ჰქონდეს და კიდევ უფრო მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშოს.“

„გვარდიოლას 100%-ით ვეთანხმები, როდესაც ამბობს, რომ ფეხბურთით ყველა ფულის შოვნას ცდილობს, ეს ყველაფერი კი მოთამაშეებსა და ზოგადად თამაშის ხარისხზე უარყოფითად აისახება, ამაზე ბევრი მსჯელობაა საჭირო. საფეხბურთო მოღვაწეებმა ამაზე უნდა ისაუბრონ.“

„ვინი „უეფას“ გადაწყვეტილებებზე ნამდვილად არ დარბობს, ის დაამტკიცებს, რომ საუკეთესოა. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ აკეთებს „უეფა“ ამას.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 18 აგვისტო 2023
  • 2299
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (244)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)