შეთანხმება ვერ შედგა - „პსჟ“ მბაპეს თხოვს, რომ გუნდიდან წავიდეს!

ესპანური გამოცემები ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „პსჟ“-სა და კილიან მბაპეს შორის მოლაპარაკებების დასკვნითი ეტაპი არასახარბიელოდ წარიმართა და შეთანხმება ვერ შედგა...


ფრანგული გუნდი კილიანს თხოვს, რომ გუნდიდან წავიდეს, ვინაიდან თუ ის 2024 წლამდე დარჩება და შემდეგ კოლექტივს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, პარიზული გრანდი უდიდეს ფინანსურ ზარალს მიიღებს.

მბაპეს პოზიცია შერბილებულია, ის მზად იყო, გუნდში დარჩენილიყო და ერთგულების ბონუსზე უარი ეთქვა, რომელიც დამატებით 40 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა „პსჟ“-ს ამის გარდა დამატებით 150 მილიონი ევრო აქვს გადასახდელი, რომელიც ფეხბურთელმა ხელფასის სახით უნდა მიიღოს.

გარდა ამისა, კილიანის და „პსჟ“-ს კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ პარიზელები ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებენ, მბაპე დამატებით 30 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თუ ამასთან ერთად ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდება, 10 მილიონით მეტს.

გამოდის, რომ სახელფასო გასავალთან ერთად ნასერ ალ ჰელაიფს ბონუსებზე ფიქრიც მოუწევს, ხოლო 1 წელიწადში ფეხბურთელს უფასოდ გაუშვებს.

რა მოხდება 2023 წელს გაშვების შემთხვევაში? „პსჟ“ მაქსიმუმ ერთგულების ბონუსს გადაიხდის, რომელიც 40 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ თავს აარიდებს ფეხბურთელისთვის 150 მილიონი ევროს ხელფასის სახით გადახდას, „რეალისგან“ კი დაახლოებით ამავე რაოდენობის თანხას მიიღებს, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით ბევრად მომგებიანი იქნება.

პარიზელთა კოლექტივი ხვდება, რომ მბაპეს წასვლა გუნდისთვის ფინანსური თვალსაზრისით მნიშვნელოვნად მომგებიანი იქნება, დარჩენა კი დიდ პრობლემებს შექმნის. dle 10.1

  • Hala
  • 16 აგვისტო 2023
  • 6681
  • 1

1

16 აგვისტო 2023 21:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2117
სროჭზე სკდება ხალიფა-ფული მაგას დიდად არ ადერდებდა არასდროს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (244)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)