ანჩელოტი:„მბაპეს ტრანსფერი? შემდეგი კითხვა“

კარლო ანჩელოტიმ მანჩესტერ „იუნაიტედის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ნიჭით სავსე ფეხბურთელები მყავს, რომლებიც როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში შესანიშნავად თამაშობენ. ამ დაპირისპირებაში პირველი ტაიმი გამორჩეული იყო, მეორე ნახევარში კი ბურთის კონტროლს ვცდილობდით. მთავარი ის არის, რომ გუნდმა ტემპი არ დაკარგა და გამარჯვებამდე ეტაპობრივად მივიდა.“

„გვსურს, კარგად ვიმუშავოთ და სეზონი სტაბილურად დავიწყოთ. ამ გუნდში ყველა მუშაობაზეა ორიენტირებული, რაც ჩემს საქმეს აადვილებს.“

„მბაპე? შემდეგი კითხვა.“

„უკვე გითხარით, რომ თუ კილიანი მადრიდში ითამაშებს, ჩვენ ამას გაუწყებთ.“

„ხოსელუს რამდენიმე შანსი ჰქონდა და გოლის გატანა დაიმსახურა, ესპანელის შესანიშნავმა მანევრმა გულშემატკივრები აღაფრთოვანა, მას არ სჭირდება ჩვენი ნდობის მოპოვება, ჩვენ მას მაშინ ვენდეთ, როდესაც კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი. დარწმუნებული ვარ, წინახაზელი არაერთი გოლით დაგვეხმარება.“

„4-4-2 სისტემა გამოვიყენეთ, სადაც ბელინგემმა თავი ძალიან კომფორტულად იგრძნო. ასევე აღსანიშნავია, ვინისიუს ჟუნიორისა და როდრიგოს არნახული მობილურობა. ორივე ბრაზილიელი ძალიან სწრაფია და ამ სისტემაში მრავალმხრივობას იჩენს.“

„კურტუას მცირე დისკომფორტი ჰქონდა, მაგრამ მერწმუნეთ, სერიოზული არაფერია. ის მოედანზე მალე გავა, ისევე როგორც არდა გიულერი.“

„კაზემირო ჩვენი დიდი მეგობარია, ბრაზილიელს პატივს ვცემთ და გვახსოვს დიდი წვლილი, რომელიც მას წლების მანძილზე „ბლანკოსის“ წარმატებაში შეჰქონდა.“

„ფრან გარსია ბევრს მოძრაობს, რაც ძალიან კარგია. ესპანელი ცდილობს, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაის მოწოდების სიმაღლეზე იდგეს.“ dle 10.1


1

27 ივლისი 2023 11:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
კარლო ბელინგემზე თავიდანვე დიდ გათვლას გააკეთებს როგორც ჩანს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)