კამავინგა:„ახალ სეზონში „რეალი“ ყველა ტიტულის მოგებას აპირებს“

ედუარდო კამავინგამ მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა...


„ბედნიერი ვარ და მჯერა, რომ მადრიდის „რეალთან“ ერთად მომდევნო სეზონში ყველა ტიტულის მოგებას შევძლებ. ჩვენ ყველა ნაბიჯზე უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობთ. მსოფლიოს ყველა წერტილში უამრავი ქომაგი გვყავს, რაც მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის, თუმცა რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობაც გაორმაგებულია.“

„გამარჯვებულის მენტალიტეტი გვაქვს, ეს არის „რეალის“ სტილი და გვჯერა, რომ ტესტ მატჩები წარმატებით ჩაივლის. „მილანთან“ პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და საბოლოო ჯამში გამარჯვებას მივაღწიეთ, რაც თავისთავად სასიამოვნო იყო. მანჩესტერ „იუნაიტედის“ წინააღმდეგ რთულ თამაშს ველით, თუმცა ეს უკვე მეორე მატჩია და ჩვენ კიდევ უფრო კარგ ფორმაში ვართ.“

„გუნდში არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმწიფე გვაკლია, ვინაიდან ჩვენთან არიან ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები, როგორებიც მოდრიჩი, კროოსი, კარვახალი, ვასკესი, ნაჩეტე, კურტუა და სხვები გახლავთ, ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ ახალგაზრდას უკვე არანორმალურად დიდი გამოცდილება აქვს. ვინი უკვე 5 წელია „ბლანკოსის“ სადარაჯოზე დგას და 200 დაპირისპირებაზე მეტს მოითვლის, მერწმუნეთ, ეს ცოტა არ არის.“ dle 10.1


1

26 ივლისი 2023 13:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1857
ეგრე იოლადაც არაა საქმე შემტევი გვინდა... და კარვახალის შემცვლელი(სადმე ცუდად ძვირად არ დაგვიჯდეს მაგის არშემცვლელის მოყვანა... რაღადროს ვასკესია)

2

26 ივლისი 2023 13:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
თუ შემტევს არ ვიყიდით მაგრად გაგვიჭირდება, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ დაიამტებენ რა. მბაპე თუ არა სხვა მოვა. შანსი არაა ხოსელუს იმედზე დაგვტოვოს პაპამ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (244)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)