ანჩელოტი:„ითამაშებს თუ არა მბაპე „რეალში“? პასუხი ნათელია“

კარლო ანჩელოტიმ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლის შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა...


„პირველივე კითხვა რატომღაც მბაპეს ეხება, მე კი ჩემს ფეხბურთელებზე სასაუბროდ მოვედი. ითამაშებს თუ არა კილიანი „რეალში“? პასუხი ნათელია, მე მყავს გუნდი, რომელშიც მოვიდნენ ჯუდ ბელინგემი, არდა გიულერი, ფრან გარსია, ხოსელუ და ბრაჰიმ დიასი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რესურსი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მბაპეს თემაზე სასაუბრო დროს ახლა ვერ ვხედავ.“

„შარშანდელ სეზონთან შედარებით ახალი სეზონის შემადგენლობა ბევრად ძლიერი იქნება, ჩვენ მნიშვნელოვანი ტრანსფერები განვახორციელეთ.“

„მხოლოდ 1 თავდამსხმელი? დიახ, ასეც შეიძლება ყველა ტიტულისთვის ბრძოლა, მაგრამ მოდით შეგახსენებთ, რომ თავდასხმაში მხოლოდ ხოსელუ არ გვყავს, ჩვენ ამ პოზიციაზე რამდენიმე მოთამაშის გამოყენება შეგვიძლია.“

„დიახ, ახალ სისტემაზე მართლაც ვმუშაობთ, თუმცა არც ძველის დავიწყებას ვგეგმავთ. გვსურს, რომ მრავალფეროვანი ფეხბურთის ჩვენება შევძლოთ, სწორედ ამიტომ სიახლეებზე უარს არ ვიტყვით.“

„ტრანსფერებით ძალიან კმაყოფილი ვარ. როგორც გითხარით, გუნდის რესურსი მნიშვნელოვნად გაიზარდა.“

„არდა გიულერი ნამდვილი პროფესიონალია, ის გულშემატკივრებს თავს პირველივე სეზონიდან დაამახსოვრებს, თურქი სწრაფად ადაპტირდება და საკუთარ კლასს გვიჩვენებს.“

„კონტრაქტის განახლება „რეალთან“? ამას ახლა ნამდვილად არ ვჩქარობ, გუნდისგან სრული ნდობა მაქვს.“

„ბელინგემი „რეალის“ შეტევას უფრო მრავალმხრივს და სანახაობრივს გახდის. მნიშვნელოვანია, რომ ჯუდი ჩვენთან არის და მონდომებით ვარჯიშობს.“

„გუნდი ამერიკაში მნიშვნელოვან სესიებს გამართავს და ტესტ მატჩებს ჩაატარებს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, შანსი ყველა ფეხბურთელს მივცეთ და საკუთარი კონდიციები გავიუმჯობესოთ. მადრიდის „რეალი“ სეზონის სტარტს მოწოდების სიმაღლეზე უნდა შეხვდეს, ამისთვის კი აქ იდეალურ ინფრასტრუქტურაა.“ dle 10.1


1

21 ივლისი 2023 19:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1187
„კონტრაქტის განახლება „რეალთან“? ამას ახლა ნამდვილად არ ვჩქარობ, გუნდისგან სრული ნდობა მაქვს.“
სხვათა შორის როცა დაიწერა რო კარლო ბრაზილიის ნაკრებს ჩაიბარებდა, ბრაზილიის პრეზიდენტმა თურმე იკითხა: თუ ასეთი ძლიერია რატომ იტალიის ნაკრებს არ ანდობენო მსოფლიოზეც რო ვერ გადისო.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (242)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)