კაკა:"მე და კრისტიანო კარგად ვუგებთ ერთმანეთს"

კაკამ შეაქო კრისტიანო რონალდო და "დორტმუნდთან" პრინციპულ მატჩზე ისაუბრა.


კაკა იყო მთავარი პერსონა პრესასთან საუბარში "დორტმუნდთან" გასამართი მატჩის წინ.მან ისაუბრა მატჩის მნიშვნელობაზე და აღნიშნა,რომ "რეალს" დაძაბული თამაში ელის წინ.

მოგონებები დორტმუნდზე

"მე ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს ამ სტადიონთან.2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენ ვეთამაშებოდით განის ნაკრებს და მოვიგეთ 3:0.კარგი მოგონებები მაკავშირებს "დორტმუნდთან".

ბრაზილიელები "დორტმუნდში"

"მე ვიცი ორი ბრაზილიელი ფეხბურთელი,რომელიც თამაშობს ბორუსიაში.დედე,რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ხვალინდელ მატჩში.მეორე ფეხბურთელია ტინგა.ის არის ძალიან კარგი ფეხბურთელი და სახიფათოდ თამაშობს".

ჩვენ კარგად მოვემზადეთ

"ვფიქრობ,ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება."დორტმუნდი" კარგ ფორმაშია,რადგან მათ უკვე დაეწყოთ ქვეყნის პირველობა.ჩვენ ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე ვიმყოფებით,ისინი კი უკვე ფორმაში არიან.გუნდი ნელ–ნელა ფორმაში შედის და ვცდილობთ უფრო დავხვეწოთ თამაშის სტილი.ჩვენ გველოდება მატჩები ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე".

კაკა:"მე და კრისტიანო კარგად ვუგებთ ერთმანეთს"


პელეგრინი

"არც ისე დიდი ხანია,რაც ის მავარჯიშებს.ის ძალიან კარგი მწვრთნელია.მან ბევრი რას მასწავლა."სამეფო კლუბის" მწვრთელისთვის მთავარია ფეხბურთელებთან კარგად მუშაობა და ეს მას ალაბთ კარგად გამოსდის".

კრისტიანო რონალდოსთან პირველად ვარჯიში

"პირველი დღეები იყო შესანიშნავი,რადგან ენობრივი ბარიერი ადვილად გადავლახე.მე და კრისტიანო ადრეც ვიცნობდით ერთმანეთს.ჩვენი მეგობრობა უფრო და უფრო იზრდება და იხვეწება,როგორც მოედანზე,ისე ცხოვრებაშიც.ყველა ადამინას გააჩნია საკუთარი შეხედულებები და ინტერესები.მაგრამ ყველას ერთი აზრი გვიტრიალებს თავში:გაიმარჯვოს მადრიდის "რეალმა".არამარტო კრისტიანო რონალდოსთან ერთად,არამედ დანარჩენ თანაგუნდელებთან ერთად,რომლებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს".

სიხარული მოედანზე

"ჩვენ ვიმყოფებით მოსამზადებელ ეტაპზე,სადაც ჩვენ ვატარებთ ამხანაგურ მატჩებს.უსაქმურობის შედეგად ჩვენი გუნდი ვერ იქნება კარგ ფორმაში,ასე,რომ გვმართებს გვარიანი ოფლის ღვრა,რათა ყველა ტიტული მოვიგოთ.ჩვენ უნდა ვიმუშაოთ კორექტულად.რა თქმა უნდა ყველა თამაშში გამარჯვება გვსურს,მაგრამ ჩვენ ისე უნდა ვითამაშოთ,როგორც მწვრთნელი დაგვარიგებს.ვიმედოვნებ,ყველაფერი კარგად იქნება".

ბარსელონა

"გუნდი,რომელიც ამ მომენტისთვის არის ყველაზე ძლიერი.მან მოიგო ყველა ტიტული ევროპის მაშტაბით.ჩვენ ვაშენებთ გუნდს,რომელიც კონკურენციას გაუწევს "ბარსელონას".ევროპაში გვყავს ასევე კონკურენტები–იტალიური,ინგლისური და ასევე გერმანული კლუბები."


ინფორმაციის წყარო:Defensacentral.com dle 10.1

  • faqo
  • 19 აგვისტო 2009
  • 2085
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)