"გმადლობთ, მაგრამ ჯერ არა"

რამოდენიმე დღისწინ ესპანურ პრესაში მეტად საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც მადრიდის "რეალის" სელექციონერებმა თვალი, "პალერმოს" ახალგაზრდა ნახევარმცველს, ხავიერ პასტორეს დაადგეს. 21 წლის არგენტინელი ფეხბურთელი, მადრიდელთა მისდამი დაინტერესებით ძალიან ბედნიერი გახლავთ, მაგრამ როგორც თვითონ განაცხადა, იგი სერია A-ს დატოვებას არ აპირებს და მისი მომავალი გეგმები მხოლოდ "პალერმოს" უკავშირდება.


"ჩვენ ორი წელია გამალებით ვცდილობთ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრას, მაგრამ რატომღაც არ გვიმართლებს. ძალიან მინდა, საკლუბო დონეზე წარმატებას ჯერ საშუალო დონის კლუბში მივაღწიო და მხოლოდ ამის შემდეგ დავუკავშირო ჩემი მომავალი, რომელიმე ევროპულ გრანდს." - ციტირებს პასტორეს სიტყვებს Il Corriere Dello Sport.

"წარუმატებლობის მიუხედავად დანებებას არ ვაპირებთ, ჩემპიონთა ლიგის საგზურის ხელში ჩასაგდებად ჩვენ მიმდინარე სეზონშიც ბოლომდე ვიბრძოლებთ."

"შეუძლებელია თვითკმაყოფილების გრძნობა არ დაგეუფლოს, მას შემდეგ რაც შეიტყობ, რომ შენით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი ინტერესდება. მადრიდელები ჯერ ოფიციალურად არ დამკავშირებიან, თუმცა რაც არ უნდა მოხდეს მიმდინარე სეზონში მე გუნდის დატოვებას არ ვაპირებ."

შეგახსენებთ, რომ პასტორეს "პალერმოსთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს.


ინფორმაციის წყარო: Goal.com

ავტორი: Kevlisha
dle 10.1

  • kevlisha
  • 23 აგვისტო 2010
  • 1534
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)