მადრიდისტებისთვის დორტმუნდის ბორუსია კარგ მოგონებებთანაა დაკავშირებული

მადრიდისტებისთვის დორტმუნდის ბორუსია კარგ მოგონებებთანაა დაკავშირებული, ბევრს ალბათ ახსოვს 1997/1998 წლების სეზონი როდესაც მადრიდის რეალი ნახევარფინალში დაუპირისპირდა გერმანულ კლუბს, ხოლო ამ ეტაპის გავლის შემდეგ ფინალში იმ დროს იუვენტუსში მოთამაშე ზიდანს დაუპირისპირდნენ. იმ მატჩში პედია მიატოვიჩმა გაიტანა ერთადერთი გოლი და ბლანკოსი მეშვიდედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.


ეს კლუბები მათ ისტორიაში ოფიციალურ მატჩებში ოთხჯერ დაეჯახნენ. აქედან ორ საშინაო მატჩში რეალმა დორტმუნდული კლუბი დაჯაბნა და გამარჯვებას მიაღწია ხოლო გასვლით მატჩებზე კი ბლანკოსმა ფრე ითამაშა. პირველად გუნდები 1997/98 სეზონებში დაუპირისპირდნენ. ბერნაბეუზე მადრიდულმა კლუბმა ბორუსია 2:0 დაამარცხა, გოლები მორიენტესმა და კარემბეუმ გაიტანეს. ხოლო დორტმუნდში ფრე 0:0 დაფიქსირდა, რეალი კი ფინალში გავიდა.

2002/2003 წლებში კი თეთრები ბორუსიელებს ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ მათ გარდა იქ თავი მოიყარეს მილანმა და მოსკოვის ლოკომოტივმა. სახლში მადრიდის რეალმა 2:1 მოიგო. რეალიდან თავი ამ მატჩში რაულმა და რონალდომ გამოიჩინეს. დორტმუნდში კი რეალმა კვლავ ფრე ითამაშა ამჯერად 1:1. გოლი კი პორტილიომ გაიტანა და ნახევარფინალში ბექჰემის მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდნენ.

ხვალ კი გაიმართება ამხანაგური შეხვედრა ამ ორ კლუბს შორის და მადრიდის რეალი ეცდება გააგრძელოს ამ კლუბთან წაუგებელი სერია და გაახაროს მადრიდისტები ლა ლიგის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • SunSay
  • 18 აგვისტო 2009
  • 1834
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)