პრე-სეზონის დაწყებამდე 11 დღით ადრე ანჩელოტი ძალიან უკმაყოფილოა

ესპანური გამოცემების ცნობით, პრე-სეზონის დაწყებამდე 11 დღით ადრე, კარლო ანჩელოტი უკმაყოფილებას ვერ მალავს და „რეალის“ ხელმძღვანელობას აქტიურობისკენ მოუწოდებს...


10 ივლისს „ბლანკოსის“ ფეხბურთელთა 55% ვარჯიშს დაიწყებს, კარლიტო კი საქმეს რამდენიმე დღით ადრე შეუდგება.

არსებული ცნობით, ანჩელოტიმ ფლორენტინო აცნობა, რომ გუნდს წინა ხაზში გაძლიერება სჭირდება, სხვა შემთხვევაში კი ბევრი რამის შეცვლა მოუწევს.

იტალიელი სპეციალისტი ვერ ხვდება, მხოლოდ ხოსელუს იმედზე როგორ უნდა იყოს, თანაც იმ ფონზე, რომ ძალიან ბევრ ტურნირზე მოუწევს ასპარეზობა.

კარლიტო ჰარი კეინის ტრანსფერის ჩავარდნით იმედგაცრუებულია, თუმცა მიიჩნევს, რომ ბაზარზე არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც „ბლანკოსის“ გაძლიერება შეუძლიათ. ამ ეტაპზე ანჩელოტი ვიქტორ ოსიმენსა და კოლო მუანიზე აკეთებს აქცენტს.

უნდა აღინიშნოს, რომ კარლიტო გამოსავალს მბაპეს ტრანსფერის შემთხვევაშიც ხედავს და მიიჩნევს, რომ კილიანთან ერთად სხვა ახალწვეული „9“-იანიც კომფორტულად იგრძნობს თავს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (251)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)