მბაპეს „რეალში“ ტრანსფერზე 4 სერიოზული სიახლეა!

კილიან მბაპესთან დაკავშირებით ყოველდღიურად არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვრცელდება. ბოლო 36 საათის განმავლობაში ფრანგის „ბლანკოსში“ გადაბარგებაზე 4 მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავრცელდა...


პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ფეხბურთელსა და „პსჟ“-ს შორის კატასტროფული ურთიერთობაა. კლუბი კილიანს წასვლისკენ მოუწოდებს, მბაპე კი მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს წასვლას, თუ მისი ხელფასის 70%-ს პარიზული მხარე წინსწრებით გადაიხდის.

მეორე მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ ზემოაღნიშნული საკითხის მოგვარების შემთხვევაში, „რეალს“ ფეხბურთელისთვის სატრანსფერო ბონუსის გადახდა აღარ მოუწევს.

მესამე ინფორმაცია კილიანის სატრანსფერო ფასს უკავშირდება. თუ მბაპე და პარიზული გრანდი შეთანხმდებიან, ფლორენტინო პერესი „პსჟ“-ს 130 მილიონ ევროს გადაუხდის.

და ბოლოს, „ბლანკოსი“ მზად არის, კილიანისა საიმიჯო უფლებების 65% ფეხბურთელს დაუთმოს და თვითონ მხოლოდ 35%-ით ისარგებლოს, რაც ფეხბურთელს საკმაოდ დიდ შემოსავლებს მოუტანს. dle 10.1


1

29 ივნისი 2023 18:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 24
ფული ბაბაია,ფული!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (244)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)