ბელინგემი:„შეუძლებელია სადმე ისეთივე ბედნიერი იყო, როგორც „რეალში““

ჯუდ ბელინგემმა „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა...


„ვიმყოფები ჩემპიონთა ლიგის 14 თასის წინ და სიამაყით ვივსები. ამაზე ბედნიერი ვერსად და ვერასდროს იქნები, სწორედ ამიტომ, ბოლომდე უნდა შეიგრძნო, რას ნიშნავს მადრიდის „რეალის“ სადარაჯოზე დგომა. მჯერა, რომ ეს მუზეუმი კიდევ უფრო გამდიდრდება და სამეფო კლუბი კიდევ უფრო წარმატებული გახდება.“

„უნივერსალი ვარ და ნახევარდაცვაში ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. მიყვარს დრიბლინგი, ეფექტური პასები, მოტყუებაზე წასვლა და ასე შემდეგ. რამდენიმე პოზიციაზე შემიძლია თამაში და ვეცდები, ჩემი თვისებები კლუბს მოვახმარო.“

„აქ ყოფნა დიდი პრივილეგია და პასუხისმგებლობაა. ვფიქრობ, თანაგუნდელებისგან ბევრი მაქვს სასწავლი. ყველაფერი მაქსიმალურად უნდა ავითვისო და სრულყოფილი გავხდე. ჩემთვის ასეთი დონის ვარსკვლავებთან თამაში დამატებით შესაძლებლობად უნდა იქცეს.“

„ვეცდები ანჩელოტის შესაძლებლობები დავუმტკიცო. იტალიელის სიტყვებმა ჩემს გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა იქონია.“

„მოგებული ტიტულები და კარლოს მიერ გაწვრთნილი ფეხბურთელების სიტყვები ყველაფერზე მეტყველებს. იტალიელის სახით „ბლანკოსს“ ნამდვილი ლიდერი და პროფესიონალი წვრთნის.“

„მოუთმენლად ველი ბერნაბეუზე გასვლას და თამაშს ვიცი. ვიცი, რომ ამ არენაზე განსაკუთრებული აურა სუფევს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ დიდ ისტორიას დავწერთ და ქომაგებს არნახულ სიამოვნებას მივანიჭებთ.“

„3 წლის განმავლობაში ვთამაშობდი „დორტმუნდში“, სადაც ნამდვილი წარმოდგენები იდგმებოდა. ბორუსიელთა სტადიონი ერთ-ერთი გამორჩეულია, ახლა კი სულ სხვა გარემოში უნდა მოვხვდე.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (242)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)