პერესი:„„რეალში“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ითამაშებს“

ფლორენტინო პერესმა ჯუდ ბელინგემის პრეზენტაციაზე შეკრებილ პუბლიკას სიტყვით მიმართა...


„მოგესალმებით ყველას. დღეს ნამდვილად დიდი დღეა, მაქვს პატივი წარგიდგინოთ თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც მადრიდის „რეალში“ მოსვლამდე საკმაოდ დიდი გზა გამოიარა და მსოფლიოს აჩვენა საკუთარი შესაძლებლობები.“

„სამეფო კლუბი აგრძელებს იმ ფასეულობებზე დაყრდნობას, რომელიც ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა. ჩვენი მიზანი გუნდის სრულფასოვანი გაძლიერებაა, რათა უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ, ბელინგემი კი ამაში დაგვეხმარება.“

„ჯუდ, შენ მოხვედი კლუბში, სადაც დიდი ისტორია იქმნებოდა და მომავალშიც ასე იქნება. კეთილი იყო შენი ფეხი მადრიდის „რეალში“. შენ ნამდვილად დაიმსახურება აქ მოსვლა და ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრის სტატუსი.“

„მიუხედავად იმისა, რომ ჯუდის მიმართ არაერთი კლუბი იჩენდა ინტერესს, მან ჩვენ აგვირჩია, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი.“

„ძვირფასო ჯუდ, სანტიაგო ბერნაბეუ შენ გელის. მადრიდის „რეალის“ უამრავი გულშემატკივარი დიდი სიამოვნებით შეგხვდება და იხილავს შენს თამაშს.“

„ბელინგემი მოვიდა „დორტმუნდიდან“. მსურს, დიდი პატივისცემა გამოვხატო ამ გუნდის მიმართ. ჩვენი ურთიერთობები ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული.“

„ძვირფასო ჯუდ, შენი შესანიშნავი ისტორია სამეფო კლუბში იწყება დღეს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აქ ბედნიერი იყო. მადლობა არჩევანისთვის.“ dle 10.1

  • Hala
  • 15 ივნისი 2023
  • 3516
  • 1

1

15 ივნისი 2023 14:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
ძალიან დიდი მადლობა ადმინ.

ზუსტად 2 წუთის წინ დამთავრდა პრეზენტაცია და მთელი მასალა აგერ არის. რავიცი ბრავო რა. ვაფასებ ასეთ სისწრაფეს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 სორლოტი 23
2 დოვბიკი 21
3 ბელინგემი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (241)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)