ანჩელოტი:„„რეალი“ ლა ლიგას ღირსეულად დაასრულებს“

კარლო ანჩელოტიმ „სევილიას“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ადრეც ვთქვი, რომ ლა ლიგის ღირსეულად დასრულება გვსურს, სწორედ ამიტომ სტაბილური გამოსვლაა საჭირო. შემადგენლობაში პრობლემები გვქონდა, მაგრამ არსებული რესურსით შევძელით მეტოქის დამარცხება და აქტივში მორიგი 3 ქულის ჩაწერა.“

„თითოეულმა ფეხბურთელმა კარგად ითამაშა და შედეგიც სახეზეა. ვთვლი, რომ მეორე ტაიმი პირველს სჯობდა, თუმცა მომენტები პირველ 45 წუთშიც შევქმენით.“

„ფედერიკო ვალვერდესთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვიტყვი. ვიმედოვნებ, ურუგვაელ მოთამაშეს ტრავმა არ აქვს. მას სამედიცინო შემოწმება აუცილებლად ჩაუტარდება.“

„როდრიგო დღეს ნამდვილი ლიდერი იყო. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა 2 გოლი გაიტანა და გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. გოეშის უკმაყოფილება? რა თქმა უნდა ყველას სურს მოედნაზე ყოფნა, ის ძალიან მოტივირებული და ენთუზიაზმით სავსე ფეხბურთელია.“

„მენდი ტემპს იბრუნებს. ფრანგ ფეხბურთელს დიდი დრო გაუცდა და რა თქმა უნდა რთულია, მოწოდების სიმაღლეზე იდგეს. ფრანგმა დღეს გაცილებით კარგად იასპარეზა, ვიდრე წინა დაპირისპირებებში.“

„მოტივაციის პრობლემა არ გვაქვს. დიახ, ეს მატჩები ფორმალური ხასიათის არის, მაგრამ ფაქტია, რომ გუნდმა იბრძოლა და სასურველ მიზანს მიაღწია. ვეცდებით, ბოლო ტურშიც მოწოდების სიმაღლეზე ვიდგეთ.“

„როდრიგოს ჰეთ-თრიკი სურდა, მე კი იმაზე ვზრუნავდი, რომ „სევილიას“ გოლი არ გაეტანა, სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. არანაირი გაუგებრობა არ არსებობს.“

„ალვარო როდრიგესი ძალიან ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელია, ის ბევრს სწავლობს და აქვს იმის დრო, რომ განვითარდეს.“

„ვინისიუსის მიმართ დიდი მხარდაჭერაა, რაც მახარებს. ვნახოთ, ითამაშებს თუ არა ბრაზილიელი ბოლო ტურში.“

„ასენსიოსთან და ნაჩოსთან დაკავშირებით საბოლოო ინფორმაცია ალბათ ბოლო ტურამდე გვეცოდინება. ჩვენ ველოდებით მათ გადაწყვეტილებას. დადასტურებული ინფორმაცია, როგორც გითხარით არ მაქვს.“

„არის თუ არა შესაძლებლობა, რომ ესპანელები წავიდნენ? რა თქმა უნდა დიახ. ვნახოთ, რა მოხდება, ყველაფერს მალე გავიგებთ“

„„რომასა“ და „სევილიას“ დაპირისპირება? რა თქმა უნდა, ჟოზე მოურინიოს გუნდს ვუქომაგებ. „რომა“ ჩემს გულშია.“

dle 10.1

  • Hala
  • 27 მაი 2023
  • 3944
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)