ანჩელოტი:„„სევილიაში“ ძლიერი შემადგენლობით ვერ ვითამაშებთ.“

კარლო ანჩელოტიმ „სევილიასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ჩვენ გვსურს, რომ ანდალუსიაში სოლიდური ფეხბურთი ვითამაშოთ და გამარჯვებას მივაღწიოთ. მადრიდის „რეალის“ მიზანი ლა ლიგის ნორმალურად დასრულებაა.“

„ვინისიუსი, ასენსიო, ბენზემა და მარიანო ჩემს განკარგულებასი არ არიან, თუმცა ვეცდებით, არსებული რესურსით გავიდეთ ფონს.“

„გოლის ხაზის ტექნოლოგია? ნებისმიერ ინოვაციას მივესალმები, თუმცა ეს ლა ლიგის გადასაწყვეტია.“

„ვინისიუსი ბოლომდე მზად არ არის. იმედი მაქვს, ლა ლიგის 38-ე ტურში მოედანზე გასვლას შეძლებს.“

„როდრიგო ძალიან დიდი ძალაა, ბრაზილიელი მოთამაშე კიდევ მოუმატებს.“

„ვერ ვიტყვი, რომ „სევილიაში“ კონკურენტუნარიანი შემადგენლობით მივდივართ, თუმცა როგორც უკვე გითხარით, რესურსის მაქსიმალურ ათვისებას შევეცდებით.“

„ტრანსფერები იქნება. სანერვიულო არაფერია, გუნდი ბევრად გაძლიერდება.“

„დისტანცია „ბარსელონასთან“? ფაქტია, რომ ჩავის გუნდმა ამ სეზონში განსაკუთრებული სტაბილურობა გამოიჩინა. ჩვენ გარკვეულ მომენტებში პრობლემები შეგვექმნა, რამაც კატალონიურ კლუბს მეტი შანსი მისცა. უნდა აღინიშნოს, რომ „ბარსელონას“ სრული ყურადღება ლა ლიგაზე ჰქონდა გადატანილი.“

„ნაჩოსთან დაკავშირებით ყველაფერი სეზონის ბოლოს გაირკვევა. კლუბმა მას ახალი კონტრაქტი შესთავაზა, ესპანელი კი ფიქრის პროცესშია.“

„ჩუამენი ძალიან ახალგაზრდა და კარგი ფეხბურთელია, ფრანგმა სეზონის პირველ ნაწილში ყველა გააოცა. არნახულ პოტენციალს ფლობს და მჯერა, რომ კიდევ მოუმატებს.“

„აზარის მომავალზე მასთან პირადად ვისაუბრებ.“

„ხოსელუ? სახელების დრო არ არის. როგორც გითხარით, გუნდი გეგმავს სატრანსფერო პოლიტიკას.“

„ვინისიუსს მთელმა მადრიდმა მხარი დაუჭირა, მას ჩემგან ყოველთვის ექნება თანადგომა. ვინც სპორტშია და რასიზმს ხელს უწყობს, ყველა უნდა მოიკვეთოს, ეს ჩემი მკაფიო პოზიციაა.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)