კლუბში დარჩება 23 ფეხბურთელი

როგორც ჩანს,"რეალმა" გადაწყვიტა გაუშვას ზედმეტი ფეხბურთელი გუნდიდან.უკანასკნელი ვინც "სამეფო კლუბი" დატოვა იყო ჰუნტელაარი,მაგრამ ეს ყველაფერი 2 კვირის წინ იყო.მადრიდელთა სპორტულმა დირექციამ გადაწყვიტა გუნდში დატოვოს 23 ფეხბურთელი და 2 ვაკანტური ადგილი მომავალი ტრანსფერებისთვის თავისუფალი იქნება.გამოუვალ სიტუაციაში მანუელ პელეგრინი კანტერადან გადმოიყვანს ფეხბურთელებს.


სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე,რომელიც დაიხურება 31 აგვისტოს შუაღამით,რჩება ზუსტად 14 დღე.ეს კი იმას ნიშნავს,რომ "რეალი" კიდევ ხუთმა ფეხბურთელმა უნდა დატოვოს.ხორხე ვალდანომ გადაწყვიტა არ გამგზავრებულიყო გერმანიაში გუნდთან ერთად.ის დარჩება მადრიდში,რათა დააჩქაროს ტრანსფერების განხორციელების პროცესი.პრობლემა იმაში მდგომარეობს,რომ ყველა ის გუნდი,რომელიც მიმართავს "სამეფო კლუბს" ფეხბურთელის შეძენის თაობაზე,ვერ აკმაყოფილებს "რეალის" ფინანსურ მხარეს.ძალიან ძნელად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სნეიდერის,რობენისა და ვან დერ ვაარტის ტრანსფერებთან დაკავშირებით.სიტუაციას ისიც აჭიანურებს,რომ რობენსა და სნეიდერს არ სურთ გუნდის დატოვება.სნეიდერმა ბოლოს გამართულ მატჩში,სადაც "რეალი" დაუპირისპირდა "სოსიედადს" გაიტანა დიდებული გოლი საჯარიმო დარტყმით.

მადრიდელებს სურთ წინადადებები მიუვიდეთ ფაქსით ან წერილის სახით.ეს "რეალის" წარმომადგენლების აზრით მეტყველებს სერიოზულ დაინტერესებაზე კლუბების მხრიდან,რაც დაამოწმა ჰუნტელაარის,ხავი გარსიას,დანი პარეხოსა და ხავიერ სავიოლას წარმატებულმა ტრანსფერებმა.

ბევრმა კლუბმა მიმართა "რეალს" ფეხბურთელის არენდით აყვანაზე,მაგრამ "სამეფო კლუბს" სურს ტრანსფერებში დახარჯული ფულის ნაწილობრივ ამოღება.კლუბმა სულ 252 მლნ.ევრო დახარჯა.ხაბი ალონსოს ტრანსფერში გადაიხადა 28 მლნ.ევრო და პლუს 4 მლნ.ევროს დაპირდა "ლივერპულს",თუ ხაბი წარმატებით ითამაშებს მადრიდში.
dle 10.1

  • faqo
  • 18 აგვისტო 2009
  • 2901
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)