ანჩელოტი:„არ მინდა, რომ ამ ფეხბურთელმა „რეალი“ დატოვოს“

კარლო ანჩელოტიმ „ვალენსიასთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„გვაქვს შესაძლებლობა, რომ ლა ლიგის დანარჩენი მატჩები მოვიგეთ და ტურნირი ღირსეულად დავასრულოთ. ყველა ფეხბურთელი ხელმისაწვდომია და ვეცდებით, კარგი შედეგი დავაფიქსიროთ.“

„ახლა ტრანსფერებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა, გვაქვს გეგმა, რომელსაც განვახორციელებთ და გავძლიერდებით.“

„გუნდი ფიზიკურად თავს კარგად გრძნობს. მჯერა, რომ „ვალენსიას“ წინააღმდეგ მოწოდების სიმაღლეზე ვიდგებით.“

„ჩემი მომავალი? ფლორენტინო პერესს ვესაუბრე და მითხრა, რომ ჩემი იმედი აქვს, სწორედ ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას მომავალ სეზონში ჩემს „ბლანკოსში“ ყოფნაზე.“

„ბენზემა კლუბის ლეგენდაა, მის გარეშე გუნდი მართლაც წარმოუდგენლად მიმაჩნია.“

„მენდის მომავალი? მას ფაქტობრივად მთელი სეზონი ჩაუვარდა, მაგრამ მახსოვს, რამდენად ნაყოფიერი იყო შარშან. არ მსურს, რომ ფრანგმა კოლექტივი დატოვოს.“

„წინ ვიყურებით იმ იმედით, რომ ბევრი კარგი რამ გაკეთდა და კიდევ უფრო კარგი შედეგები უნდა გვქონდეს.“

„ეს სეზონი ბოლომდე წარმატებული ვერ გამოდგა, თუმცა სამეფო თასი მოვიგეთ. შესაძლოა უკეთესი შედეგებიც გვქონოდა, თუმცა მოდით, ნუ დავივიწყებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გავედით.“

„იქნება თუ არა მომავალი წელი გარდამავალი? მე ვფიქრობ, რომ ეს პერიორდი 2018 წელს დაიწყო, როდესაც კოლექტივი კრიშტიანო რონალდუმ დატოვა და კლუბი გადაეწყო, ამის შემდეგ გუნდიდან წავიდნენ სერხიო რამოსი, რაფაელ ვარანი, ისკო, ვარანი და სხვები. მერწმუნთ, ეს პროცესი დიდი ხანია მიმდინარეობს.“

„კონტრაქტების განახლებებთან დაკავშირებით სიახლეები მალე გვექნება. ყველა ფეხბურთელი მუშაობს კლუბთან.“

„ფედერიკო ვალვერდეს მუნდიალის შემდეგ ფორმაში ჩადგომა გაუჭირდა, მაგრამ საერთო ჯამში ნაყოფიერი სეზონი ჰქონდა, ის ძალიან კარგი მოთამაშეა და უდიდეს პერსპექტივას ფლობს. დარწმუნებული ვარ, ურუგვაელი მოუმატებს.“

„შევასრულებ თუ არა კონტრაქტს? უკვე გითხარით, რომ დიახ.“ dle 10.1

  • Hala
  • 20 მაი 2023
  • 2857
  • 1

1

21 მაი 2023 00:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1963
დიდი მწვრთნელი ხარ და ბევრი სარგებლობა მოუტანე კლუბს,მაგრამ დროა შენც ჩაალაგო ჩემოდანი კარლიტო.
ზიზუს ჯერია,რომ კვლავ პლანეტის უძლიერეს კლუბათ აქციოს რეალი.შენ დამსახურებულ პენსიაზე გადი,ან სულაც წადი ბრაზილიის ნაკრებში მენეჯერათ და ბრაზილიის პლაჟზე გაითბე ბებერი ფეხები.😁😁😁😁😁😄😄😄😅😅😅😅😁😆😆😆

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)