პერესის სატრანსფერო გეგმა - „რეალი“ 5 ფეხბურთელს დაიმატებს!

ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ 5 ფეხბურთელს დაიმატებს...


სატრანსფერო ფანჯარა არ იქნება რევოლუციური, მაგრამ იქნება აქტიური. სრულ ცვლილებებს კი ფლორენტინო 2024 წელს აპირებს.

არსებული ცნობით, „ბლანკოსი“ დაიმატებს ანდრეი ლუნინის შემცვლელს, რომელმაც კლუბის დატოვება გადაწყვიტა.

გარდა ამისა, „რეალში“ აუცილებლად მოვა ბენზემას შემცვლელი და მაღალი ალბათობით ეს ფეხბურთელი ხოსელუ იქნება, თუმცა განიხილება დუშან ვლაჰოვიჩის კანდიდატურაც.

ჯუდ ბელინგემის ტრანსფერი ფაქტობრივად დახურულია და ყველა ოფიციალურ განცხადებას ელის.

ფრან გარსიას გამადრიდელების შესახებ ინფორმაცია ახალი არავისთვისაა.

გარდა ზემოხსენებული ფეხბურთელებისა, „ბლანკოსი“ სერიოზულად მუშაობს კიდევ ერთი მარცხენა მცველის ტრანსფერზე, პერესს დეივისი მოსწონს, თუმცა პარარელურად ჟოაო კანსელუს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც აკვირდება.

და ბოლოს, სამუ ჩუკვუეზე „ბლანკოსის“ რადარზე მართლაც არის, თუმცა მასზე ნადირობა იმ შემთხვევაში შევა გადამწყვეტ ფაზაში, თუ ასენსიოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება ვერ მოხდება.

მადრიდული გამოცემების ვარაუდით, „რეალს“ ტრანსფერებში დაახლოებით 230 მილიონი დაეხარჯება, თანხის უდიდესი ნაწილი კი ბელინგემის ტრანსფერზე მოდის. dle 10.1

  • Hala
  • 20 მაი 2023
  • 2555
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (114)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)