განსაკუთრებული - "The special one"

ამ კაცმა მწვრთნელის რანგში ყველაფერი მოიგო, რაც შეიძლებოდა. არის პორტუგალიის, ინგლისის და იტალიის მრავალგზის ჩემპიონი, ამ ქვეყნების თასებისა და სუპერთასების მფლობელი, უეფას თასის მფლობელი "პორტუსთან" ერთად და ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი ორ სხვადასხვა კლუბში-"პორტუსა" და "ინტერში" მუშაობისას, დიახ ეს ჯოზე მაურინიოა. მოდი კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი "განსაკუთრებულის" განვლილ კარიერას.


განსაკუთრებული - "The special one"

მთავარი, რაც მას ახასიათებს, ისაა, რომ არ აინტერესებს გარშემო მყოფთა აზრი. ამის დემონსტრირება რომ მოახდინოს ხშირად თავად უწევს პროვოცირებას სკანდალებს, დროდადრო სიამოვნებას იღებს ჯურნალისტების გაცოფებით. და კიდევ ჯოზე აბსოლიტურად დარწმუნებულია საკუთარ თავში. ზოგჯერ-ზედმეტადაც კი. ვერაფერს იზამ ასეთია ცხოვრება, რომელსაც , როგორც ცნობილია გაკვეთილები უყვარს. გაკვეთილები, რომელთაგან უმეტესობას დასკვნა ვერ გამოაქვს. თუმცა მაურინიოს ტყუილად არ უთქვამს, რომ განსაკუთრებულია. მისთვის ამ გაკვეთილებს ფუჭად არ ჩაუვლია.
განსაკუთრებული - "The special one"

მისმა ხასითმა გამოწრთობა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო, შობის ერთ მშვენიერ საღამოს ოჯახის უფროსმა ფელიქს მაურინიომ, რომელიც მწვრთნელი გახლდათ, გამოაცხადა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს... პატარა ზე (ასე ეძახდნენ ჯოზეს მშობლები) შეძრა ამ ამბავმა, ბიჭუნა აღმერთებდა მამას, ყოველთვის მისგან იღებდა მაგალითს და ამბავმა იმის შესახებ, რომ მისი მამით ვიღაც უკმაყოფილო იყო შოკში ჩააგდო. თუმცა მამით იმედგაცრუებილი ერთი წუთით არ დარჩენილა. პირიქით, პირველი გაკვეთილი მიიღო: როცა ვინმე უკმაყოფილოა შენით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის მართალია.
განსაკუთრებული - "The special one"

ის პატარაობიდანვე უკან დაჰყვებოდა მამას, 5 წლისამ კი უთხრა- როცა გავიზრდები, ალბათ მწვრთნელი გავხდებიო. რატომაც არა- უპასუხა მამამ. მას ნამდვილად არ ჰქონდა ზედმეტი ფული თანაშემწეების დასაქირავებლად და პატარა ჯოზემ რვეულის წარმოება დაიწყო, რომელშიც საკუთარ დაკვირვებას და ტექნიკურ მონაცემებს, ასევე, სხვადასხვა გამოთვლებს იწერდა. "ჩემს გუნდს "ამადორასთან" გასვლითი მატჩი ელოდა, ფლეი-ოფში მოსახვედრად ფრეც გვყოფნიდა- იხსენებს ფელიქს მაურინიო, ჯოზე მეტოქის ბანაკში გავგზავნე, სადაც მთელი კვირის განმავლობაში აკვირდებოდა მათ ვარჯიშს. მერე კი მირჩია როგორ დამეგეგმა თამაში. შედეგად, სასურველ ფრეს მივაღწიეთ. გახარებულმა პირველად გადავუხადე შვილს ფული."

ჯოზემ კი კიდევ ერთი გაკვეთილი შეითვისა: ფეხბურთში შედეგის მიღწევა მხოლოდ მოედანზე კი არა, მაგიდასთან რვეულით ხელში ჯდომითაც შეიძლება.

მაურინიო რამდენიმე წლის განმავლობაში ფეხბურთელიც გახლდათ, თუმცა ციდან ვარსკვლავები ნამდვილად არ მოუწყვეტია. როცა ფელიქს მაურინიო "რიუ ავეს" მწვრთნელად დაინიშნა, მან გუნდში საკუთარი შვილიც მიიყვანა. თუმცა პორტუგალიის უმაღლესი დივიზიონისთვის ჯოზე მზად არ აღმოჩნდა, რამდენიმე მატჩი ჩაატარა, ძირითადად კი სათადარიგო სკამის ბინადარი იყო. ბოლო ტურში ფელიქსმა მისი ძირითად შემადგენლობაში ჩასმა დააპირა, ისიც იმიტომ, რომ ძირითადი მოთამაშე ტრამვირებული იყო. თუმცა როცა განაცხადში 19 წლის მცველის გვარი ამოიკითხა, "რიუ ავეს" პრეზიდენტი გაცოფდა და ფელიქსს გამოუცხადა- თუ შვილს ათამაშებ, გუნდიდან ორივეს გაგიშვებთო. ჯოზე არ ათამაშეს, გუნდმა კი 1-7 წააგო და შეურაწყოფილმა ახალგაზრდამ მაშინვე მიატოვა "რიუ ავე".

ეს მესამე გაკვეთილი იყო ჩემპიონთა ლიგის მომავალი ტრიუმფატორისთვის: კლუბის პრესიდენტი ხისთავიანი კრეტინები არიან, რომლებსაც ფეხბურთში არაფერი გაეგებათ. მათ ნებაზე სიარული თვითმკვლელობის ტოლფასია.
განსაკუთრებული - "The special one"

ფეხბურთის თამაშს 23 წლისამ დაანება თავი. იცოდა, რომ მოთამაშის რანგში პერსპექტივა არ ჰქონდა და მწვრთნელობას მიჰყო ხელი. ლისაბონის ფიზიკური კლუტურის ინსტიტუტში ჩააბარა, ესწრებოდა სხვადასხვა სამწვრთნელო კურსებს. ერთ-ერთი მათგანი ინგლისისა და შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციეებმა მოაწყვეს. სწორედ იქ დახვეწა ჯოზემ ინგლისური ენის მარაგი და როცა 1992 წელს ბობი რობსონი "სპორტინგის" მწვრთნელად დაინიშნა, მის თანაშემწედ მაურინიოს გაუწიეს რეკომენდაცია. პრინციპში რობსონს მხოლოდ ინგლისური ენის თარჯიმანი სჭირდებოდა თუმცა... მას შემდეგ სულ ერთად მუშაობდნენ "სპორტინგშიც", "პორტუშიც", "ბარსელონაშიც"... როცა რობსონი "ბარსელონაში" დაინიშნა და კატალონიელმა გულშემატკივრებმა დაინახეს ახალგაზრდა სიმპათიურუ ყმაწვილი , რომელიც ერთი წუთითაც არ შორდებოდა მწვრთნელს დაასკვნეს, რომ შოტლანდიელმა სპეციალისტმა... თან საყვარელი ჩამოიყვანა! სხვას ეს ცნობა მდგომარეობიდან გამოიყვანდა, ჯოზე კი... ხომ გითხარით გარშემო მყოფთა აზრისთვის მიუფურთხებია მეთქი.

აქვე მორიგი გაკვეთილი: არც ჭორებმა და არც ყვითელმა პრესამ მუშაობაში ხელი არ უნდა შეგიშალოს

"ბარსელონა" ბოლო კლუბი გახდა, სადაც მაურინიო თანაშემწის სახით მუშაობდა, რობსონსა და ლუის ვან გაალთან. ამ უდიდესი სპეციალისტებისგან ყველაფერი ისწავლა ფეხბურთის შესახებ და ამიერიდან, ამ თამაშში მისთვის საიდუმლოებები აღარ არსებობდა. მაურინიო მიხვდა, რომ მზად იყო მსოფლიოს დასაპყრობად.

და დაიპყრო კიდეც, "პორტუსთან", "ჩელსისთან" და "ინტერთან" ერთად. ახლა კი ის "რეალის" მწვრთნელია და... დანარჩენს მალე ვნახავთ.
განსაკუთრებული - "The special one"

მაურინიოს ფრაზები

მოტივაცია+ამბიცია+გუნდი+სული=წარმატებას ("პორტუს" ფეხბურთელების სამახსოვროს ნაწყვეტი).

როცა ის პორტუგალიაში ჩამოვიდა, ფეხბურთში არაფერს წარმოვადგენდი. ჩვენ ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან, თუმცა სწორედ მისგან ვისწავლე რას ნიშნავს იყო ტოპ-მწვრთნელი (ბობი რობსონზე).

ნუ მიწოდებთ ქედმაღალს. უბრალოდ, მე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ვარ და ვფიქრობ, განსაკუთრებული ვარ. ( ამონარიდი "სტემფორდ ბრიჯზე" მოწყობილი პრეზენტაციისას მიცემული ინტერვიუდან).

თუ არ შემეხებიან, არც მე შევეხები, მაგრამ თუ შემეხენენ, ვუპასუხებ. თანაც გაცილებიდ ძლიერად (ალექს ფერგიუსონზე და არსენ ვენგერზე)

პუბლიკას ცუდად ვართობთ? დიდი ამბავი. სამაგიეროდ ვიგებთ (ჩელსის თამაშზე ლაპარაკისას 2006/2007 წლების სეზონში)

თუ აბრამოვიჩი გუნდის გაწვრთნაში დამეხმარება, აუტსაიდერები გავხდებით თუ მე დავიწყებ ბიზნესმენობას გავკოტრდებით!

ყველა ისე ოცნებობდა ჩელსის წაგებაზე, რომ როცა, ბოლოს და ბოლოს დავმარცხდებით ქვეყანაში ალბათ უქმე დღეს გამოაცხადებენ არა?

ბარსელონა დიდი კლუბია, თუმცა 200 წლის განმავლობაში ამ გუნდმა მხოლოდ ერთხელ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მე ამდენი უვკვე მაქვს.(2005/2006 წლის სეზონი)

მაკელელე ფეხბურთელი არ არის ის მონაა (ტრამვირებული მოთამაში საფრანგეთის ნაკრებში გამოძახებისა და უარის შემთხვევაში დისკვალიფიკაციის შესახებ)

რატომ უნდა ვიარო მუდმივად "ასტონ მარტინით", თუ ავტოფარეხში "ფერარი" და პორშეც" მყავს? ეს ხომ სისულელეა? ("ჩელსის" შემადგენლობის როტაციის შესახებ).
dle 10.1

  • Gio
  • 22 აგვისტო 2010
  • 2151
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)