ანჩელოტი:,,მომდევნო სეზონში გაცილებით ძლიერები ვიქნებით"

კარლო ანჩელოტიმ „სიტისთან“ საშინელი მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„დიახ, გვარდიოლას გადავეხვიე და გამარჯვება მივულოცე. მას ვუთხარი, რომ მანჩესტერული კლუბი გაცილებით უკეთესი იყო და ფინალში გასვლა დაიმსახურება, ეს ცალსახად ასეა.“

„ეს მარცხი ძალიან მტკივა, მაგრამ ვერ გავჩერდებით. ჩვენ დავიწყებთ მომდევნო სეზონის დაგეგმვას და შეცდომებზე სწავლას.“

„გასახდელში ყველა ფეხბურთელს ვუთხარი, რომ 1/2 ფინალში გასვლა მარტივი არ იყო და ეს მათი დამსახურებაა. ჩვენ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის თასის დასაბრუნებლად ვიბრძოლებთ.“

„ის, რაც მანჩესტერულმა გრანდმა პირველ ტაიმში მოახერხა ნამდვილად აღსანიშნავია. „სიტი“ უკონკურენტო იყო და ღირსეული ფინალისტია.“

„გპირდებით, რომ „ბლანკოსი“ მომდევნო სეზონში გაცილებით უფრო ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.“

„ჩემი მომავალი? როგორც გითხარით, მომდევნო სეზონში მადრიდულ გრანდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვაპირებ. 15 დღის წინ ფლორენტინო პერესს ვესაუბრე და ალბათ ყველაფერი ნათელია.“

„ მოტივაციის მხრივ არანაირი პრობლემა არ გვქონია, ჩვენი წაგება იმის ბრალი იყო, რომ მეტოქემ გაცილებით უფრო სწრაფი, გააზრებული და ეფექტური ფეხბურთი ითამაშა.“

„შარშან „სიტი“ დავამარცხეთ, მაგრამ წელს ეს გუნდი უფრო ძლიერი იყო და სტამბულის საგზური დაიმსახურა.“

„ის, რასაც ფლორენტინო პერესი პირადი საუბრების დროს მეუბნება, ღიად ვერ ვიტყვი.“

„ტრანსფერები? ზაფხულის გეგმები ეტაპობრივად ეწყობა, სიახლეები ნამდვილად იქნება.“ dle 10.1

  • Hala
  • 18 მაი 2023
  • 5477
  • 1

1

18 მაი 2023 12:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1996
კარლიტო ჩაალაგე ბარგი და წადი.შენ ბევრი გააკეთე გუნდისთვის და მადლობას იმსახურებ.მოძველდა შენი მეთოდები და ყველა გუნდმა შეისწავლა შენი სათამაშო სტილი.ახალი მენეჯერი ჭირდება გუნდს ახალ ფეხბურთელებთან ერთად.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)