ანჩელოტი:„შესაძლებლობების 100% უნდა გამოვავლინოთ და ფინალში გავიდეთ“

კარლო ანჩელოტიმ „სიტისთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„განსაკუთრებული არაფერი ხდება. ჩემი ფეხბურთელებისგან ისევ ისეთ მაქსიმუმს მოვითხოვ, როგორც სხვა დაპირისპირეებში. პირველმა მატჩმა მაჩვენა, რომ გარკვეულ ასპექტებსი მომატება შეგვიძლია, სწორედ ამიტომ, გუნდი ეცდება, „ეტიჰადზე“ კიდევ უფრო მეტი სიზუსტე გამოიჩინოს და ფინალში გავიდეს.“

„სირთულეები გვეხმარება საუკეთესო ფორმის შენარჩუნებაში. „რეალს“ 4 სეზონის განმავლობასი ვწვრთნი (იგულისხმება მწვრთნელობის პირველი ეტაპიც) და ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე.“

„ახლოს ვართ რაღაც მნიშვნელოვანის გაკეთებასთან და ამისთვის ყველაფერს ვიღონებთ. მადრიდული გრანდისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება უმთავრესი მიზანია.“

„რუდიგერის როლი ძალიან დიდია, ისევე როგორც კამავინგასი, როდრიგო და სხვები. მე მჯერა საკუთარი შეგირდების პოტენციალის.“

„ვინისიუსი? ის მოედანზე გავა. ბრაზილიელი ფეხბურთელის როლი გუნდის შეტევაში უდიდესია.“

„შარშან 4-4-2 სისტემა მნიშვნელოვანი იყო, სადაც ვალვერდე ფაქტობრივად მარჯვენა გარემარბის ფუნქციებს ირგებდა, თუმცა ამ სეზონში მეტწილად 4-3-3 სქემას ვანიჭებ უპირატესობას. აქამდე სწორედ ამ ტაქტიკით მოვედით.“

„პენალტები? გამორიცხული არაფერია, თუმცა ჩვენ ამაზე აქცენტი არ გაგვიკეთებია.“

„თერთმეტმეტრიანებისთვის ვარჯიში კონკრეტული მატჩისთვის დიდი სისულელეა. შეუძლებელია, ბაზაზე შექმნა გარემო, რომელიც ნერვების თამაშის დროს სტადიონზეა შექმნილი.“

„მილიტაო თავს კარგად გრძნობს, მისი როლი გუნდის დაცვის პოტენციალში ძალიან დიდია.“

„კონცენტრაციის პროლემა არცერთ ფეხბურთელს არ აქვს. ყველა იაზრებს, რომ მწვერვალამდე ცოტა გვაკლია და შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.“

„იმისთვის, რომ „სიტი“ დავამარცხოთ, ყველა ფეხბურთელმა შესაძლებლობების 100% უნდა გამოავლინოს, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მასპინძელ გუნდს საკუთარი მანერის და სტილის ჩვენების უფლებას არ მივცემთ. ღრმად მწამს, რომ თუ ამას შევძლებთ ფინალში გავალთ.“

„ბოლო წლებში „ბლანკოსი“ ნახევარფინალამდე ხშირად გადიოდა, იგივეს თქმა შეიძლება ფინალზეც. გამოცდილება დიდია, შესაბამისად, ნერვული ფონი ჩვენზე გადამწყვეტ ზეგავლენას ვერ მოახერხებს.“

„ჩემს ფეხბურთელებზე ვფიქრობდა არა იმაზე, რომ ჰოლანდს გოლის გატანა უნდა. უარყოფითი ფიქრები არ მაწუხებს, თავიდან ბოლომდე საკუთარ შეგირდებზე ვარ მინდობილი.“

„გუნდმა კარგად უნდა წაიკითხოს თამაში და გაშიფროს „სიტის“ შეტევები. ჩვენ გვაქვს ტაქტიკურ მონახაზები და გვჯერა, რომ ფინალში გასვლას მოვახერხებთ, ამისთვის კი დიდი ძალისხმევა გვმართებს.“

„დაცვაში სიცარიელეების დატოვება არ შეიძლება, ამისთვის კი ყურადღებით თამაში და ბევრი სირბილია საჭირო.“

„მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო კლუბია. ნებისმიერი ფორმატის ევროსარბიელზე „ბლანკოსი“ მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ამანსიო, ხენტო, დი სტეფანო და სხვები ყოველთვის ქმნიდნენ განსხვავებებს.“ dle 10.1

  • Hala
  • 16 მაი 2023
  • 1891
  • 1

1

18 მაი 2023 21:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1182

„მილიტაო თავს კარგად გრძნობს, მისი როლი გუნდის დაცვის პოტენციალში ძალიან დიდია.“
„იმისთვის, რომ „სიტი“ დავამარცხოთ, ყველა ფეხბურთელმა შესაძლებლობების 100% უნდა გამოავლინოს

სამწუხაროდ, მილიტაოს "დაცვითი პოტენციალი" მთავარ მატჩებში საკუთარ კარში გატანილი გოლებია როგორც ბარსასთან ისევე გუშინ სიტისთან.
და უფრო სამწუხაროდ ყველა ფეხბურთელმა 100%-ის ნაცვლად 2-3% გამოავლინა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)