მოდრიჩი:„ჩემი მომავალი გადაწყვეტილია“

ლუკა მოდრიჩმა მანჩესტერ „სიტისთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ამ დაპირისპირებას მოუთმენლად ველით და მივიჩნევთ, რომ საოცრების ჩადენა შეგვიძლია. მადრიდის „რეალი“ ხვალინდელ დაპირისპირებაში საუკეთესო ფეხბურთის ჩვენებას აპირებს. როგორც უკვე გითხარით, თითოეული ფეხბურთელი მოუთმენლად ელის მატჩის დაწყებას.“

„ბედნიერები და ამაყები ვართ, რომ აქამდე მოვედით, თუმცა ფინალში უნდა გავიდეთ. „რეალს“ არასდროს აკმაყოფილებს კარგი შედეგი, ჩვენ ყოველთვის მაქსიმუმი გვსურს.“

„ბოლო წლებში მოპოვებული ტიტულები შემართების, თავდადებისა და უდიდესი ტრადიციის დამსახურებაა. დიახ, ეს „რეალია“, მსოფლიოს საუკეთესო კლუბი, რომელიც ყოველთვის თასებისთვის იბრძვის.“

„ფინალში გასვლა განსაკუთრებული იქნება, ამისთვის ყველაფერს ვიღონებთ.“

„კარლო ანჩელოტის მაღალი დონის მატჩების მოგების უბადლო გამოცდილება აქვს. იტალიელმა იცის როგორ დაარიგოს გუნდი და რა გადაწყვეტილებები მიიღოს კრიტიკულ მომენტებში. კარლოს ეს არაერთხელ დაუმტკიცებია.“

„უნდა დავტკბეთ მომენტით, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. ჩვენ 1 ნაბიჯი გვაქვს ფინალამდე, რომლის გადასადგმელადაც ყველაფერს ვიღონებთ.“

„არაერთი ნახევარფინალი და ფინალი გვითამაშია. ამ მხრივ გამოცდილება ნამდვილად გვაქვს, სწორედ ამიტომ მოედანზე თავდაჯერებულები გავალთ.“

„ჩემპიონთა ლიგის მეექვსედ მოგება? ეს დიდი ოცნების ახდენა იქნება. დიახ, მე მაქვს ექსტრა მოტივაცია და ვეცდები, რომ გუნდს დავეხმარო.“

„კამავინგა? ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს და დღევანდელ სესიაზეც აპირებს მონაწილეობის მიღებას, ფრანგს გუნდის დახმარება შეუძლია, რაც ძალიან მახარებს.“

„ჩემპიონთა ლიგის მოგება მომაბეზრებელი არასდროსაა, სწორედ ამიტომ ვთამაშობ დიდი მოტივაციით.“

„ძალიან მიხარია კამავინგას პროგრესი, როგორც ნახევარდაცვაში, ასევე დაცვის მარცხენა ფლანგზე. ახალგაზრდა ფრანგის დახმარება ძალიან გვჭირდება. წინსვლა, რომელიც ედუარდოს აქვს, ყველა ფეხბურთელს ძალიან ახარებს.“

„ჩემი მომავალი? ამასთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია. ახლა მხოლოდ „სიტისთან“ დაპირისპირებაზე ვარ ორიენტირებული და არ შემიძლია კონტრაქტებსა და სამომავლო გეგმებზე გესაუბროთ.“

„როდესაც ჩემპიონთა ლიგის თამაშს ვთამაშობთ, თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ. შემართება გვაქვს და გვჯერა, რომ ტურნირის მოგება შეგვიძლია, ჩვენ ყველა დაპირისპირებას განსაკუთრებული ოპტიმიზმით ვხვდებით.“

„ჩვენ ერთიანი კოლექტივი ვართ. ახალგაზრდები გამოცდილი მოთამაშეებისგან ბევრს სწავლობენ, საბოლოო ჯამში კი იდეალური სინთეზი იქმნება.“

„ვთვლი, რომ გუნდში არსებული მეგობრული დამოკიდებულება და მწვანე მინდორზე პოზიტიურად აისახება.“

„როდრიგო და ვინისიუსი ბრწყინვალე შემტევები არიან, მათ აღარაფრის დამტკიცება არ სჭირდებათ, შარშანდელი სეზონიდან მოყოლებული ორივე ბრაზილიელი მოწოდების სიმაღლეზე დგას.“

„თაობები იცვლება, მოდიან ახალი ვარსკვლავები და იხვეჭენ პოპულარობას. დღეს სოციალურ ქსელებს დიდი როლი აქვს, ადრე ასე არ იყო. როდესაც ვინისიუსის ასაკში ვიყავი, ამ მიმართულებით არანაირ ნაბიჯს არ ვდგამდი, ახლა ვითარება შეცვლილია.“

„ტრავმა? დიახ, დაზიანება მართლაც მივიღე, მაგრამ ყველაფერი ვიღონე იმისათვის, რომ მოედანზე დავბრუნებულიყავი. „ლა კოპას“ ფინალიდან მოყოლებული თავს კარგად ვგრძნობ.“

„დატვირთვის მიღება არანაირ რისკთან არ არის დაკავშირებული. როგორც გითხარით, თავს კარგად ვგრძნობ და საბრძოლველად მზად ვარ.“

„შანსები თანაბარია, დარწმუნებული ვარ, „სიტიც“ ისე დაიხარჯება, როგორც „რეალი“. აქ ძალიან მნიშვნელოვანია დეტალებზე ორიენტირება. ორივე გუნდი ყველაფერს გაიღებს ფინალში გასასვლელად.“

„ფეხბურთელები მაქსიმალურად ცდილობენ ხვალინდელ დაპირისპირებაზე ფოკუსირებას. ჩვენ ვიცით, რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და რამდენად ახლოს ვართ ფინალთან.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)