ანჩელოტის არჩევანი გაკეთებული აქვს

კარლო ანჩელოტის არჩევანი გაკეთებული აქვს. ესპანური გამოცემების ცნობით, იტალიელმა სპეციალისტმა ანტონიო რუდიგერზე ისევ გააკეთა აქცენტი...


არავინ იცის, როგორ ფორმირდება სამეფო კლუბის დაცვა „ეტიჰადზე“, მაგრამ ფაქტია, რომ კარლო რუდიგერს ენდობა და გერმანელი უკანახაზელი კვლავ ეცდება ჰოლანდის შეჩერებას.

ანტონიომ სანტიაგო ბერნაბეუზე მეტოქს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა და მასზე ფსიქოლოგიურადაც იმოქმედა.

ახლა რუდიგერი ანალოგიური შემართებით გავა მოედანზე და ერლინგთან გამკლავების მეორე რაუნდს შემოგვთავაზებს.

ესპანური გამოცემების ცნობით, არ არის გამორიცხული, დაცვის ცენტრში რუდიგერმა და მილიტაომ იასპარეზონ, მარცხენა ფლანგი კი ალაბას ჩაბარდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კამავინგა სათადარიგო სკამზე დაჯდება, მეორე ნახევარში კი ნახევარმცველის პოზიციას მოირგებს და გუნდისთვის მეტი ტემპის მიცემას შეეცდება. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)