"მაურინიომ უდიდესი გამოწვევა მიიღო..."

ცნობილმა ესპანელმა საფეხბურთო ექსპერტმა, ალფრედო რელანომ, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მაურინიოს შესახებ ისაუბრა. რელანოს განცხადებით, ჟოზემ უდიდესი გამოწვევა მიიღო "ბარსელონასგან" - კატალონიელებმა, გუშინ კიდევ ერთი ჯილდო მიითვალეს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ბარსა" ჩვეულ ფორმაშია...


"ოთხი გატანილი გოლი "სევილიას" კარში... სამი ლეო მესის ანგარიშზეა... ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ განახლებული "ბარსელონა" ისეთივე ძლიერია, როგორც უწინდელი გუნდი. გუშინ საღამოს, კატალონიელთა თამაშში დიდი თავდაჯერებულობა და მონდომება იკითხებოდა, ვფიქრობ ასეთი შეკრული და დალაგებული "ბლაუგრანას" დამარცხება ნებისმიერ გუნდს ძალიან გაუჭირდება."

"ის, რომ "ბარსელონა" - "სევილიაზე" ერთი თავით მაღლა დგას, უცხო ნამდვილად არავისთვის არ გახლავთ, მაგრამ პირადად მე ანდალუსიელთაგან გაცილებით უფრო დიდ წინააღმდეგობას ველოდი..."

"ჟოზე მაურინიომ უდიდესი გამოწვევა მიიღო "ბარსელონასგან", კატალონიელებმა თავისი საქმე სრულფასოვნად შეასრულეს, ახლა უკვე მადრიდის "რეალის" ჯერია..."

"ალიკანტეში ზეიმია... დღეს საღამოს, მადრიდის "რეალი" - "ჰერკულესს" დაუპირისპირდება. მადრიდელი "ინჩასები", ჟოზე მაურინიოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ გუნდის ოთხი წამყვანი ფიგურა (იკერ კასილასი, სერხიო რამოსი, ჩაბი ალონსო და კრიშტიანო რონალდო) დღევანდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, თუმცა ჟოზემ თავისი გადაწყვეტილება ძალიან ორიგინალურად ახსნა, - "დღეს რონალდო დავასვენოთ, ახლა მის ლამაზ ფინტებს, მესუტ ოზილის ტექნიკური არსენალი შეავსებს..." მე მაურინიოს აბსოლიტურად ვეთანხმები, ვფიქრობ ამ ახალგაზრდა ბიჭს უდიდესი პოტენციალი გააჩნია, დღეს იგი ჩვენს წინაშე წარსდგება და შეეცდება მადრიდელ გულშემატკივარს თავი მოაწონოს."


By Kevlisha... dle 10.1

  • kevlisha
  • 22 აგვისტო 2010
  • 2526
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)