ანჩელოტი:„ვიმედოვნებ, კამავინგა დაბრუნდება“

კარლო ანჩელოტიმ „ხეტაფესთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„კამავინგას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება. ერთი შეხედვით, სერიოზული არაფერი უნდა იყოს, მაგრამ მაგრამ MRI კვლვების შედეგებს აუცილებლად უნდა დაველოდოთ. ფრანგი ჩვენთან ერთად მანჩესტერში აუცილებლად წამოვა.“

„რამდენიმე დღე გვაქვს იმისთვის, რომ „სიტისთან“ დაპირისპირებისთვის შესაბამისად მოვემზადოთ. დიახ, კალენდარი რთულია, რაზეც გვარდიოლაც აპელირებს. მომავალში ამ საკითხს აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება.“

„მენდიმ დიდხნიანი პაუზის შემდეგ ითამაშა, მას რიტმი აკლია, ვინაიდან აღდგენით პროცესში იყო. ანალოგიურ სიტუაციაშია ედენ აზარიც.“

„კამავინგასთან კომუნიკაცია აქ შემოსვლამდეც მქონდა. ის კარგად უნდა იყოს. თუ „სიტის“ წინააღმდეგ ედუარდოს გამოყენებას ვერ შევძლებ, ჩვენ დიდი დანაკლისი გვექნება.“

„როტაცია მოვახდინე, მაგრამ გუნდის ძირითადი ბირთვი მაინც შემადგენლობაში მყავდა, მეორე ნახევარში კი თამაშში ვინი, მოდრიჩი და სხვებიც ჩავრთე. ვერავინ იფიქრებს, რომ „ხეტაფეს“ ხელს ვუწყობდი.“

„ჩვენ გვყავს შესანიშნავი სამედიცინო შტაბი, რომელიც თითოეულ ფეხბურთელთან ინდივიდუალურად მუშაობს და არაერთ პრობლემას აგვარებს.“

„ბორდალასს მნიშვნელოვანი გამოწვევა აქვს. „ხეტაფე“ ლა ლიგაში დარჩენის შანსს ინარჩუნებს, წინ კიდევ 4 ტურია.“

„რუდიგერი „სიტისთან“ აუცილებლად ითამაშებს. მოდით, ახლა ნუ მეკითხებით „სიტისთან“ დაპირისპირების თერთმეტეულზე, ვინაიდან ფორმირება რა მომიხდენია.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (208)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)