ანჩელოტი:„როტაცია გარდაუვალია, ფეხბურთელებს დავასვენებ“

კარლო ანჩელოტიმ „ხეტაფესთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„გუნდი ფიზიკური თვალსაზრისით თავს კარგად გრძნობს. ალაბას, ბენზემას და როდრიგოს დასვენების საშუალება მივეცი, რადგან მათი მდგომარეობა 100%-ით დამაკმაყოფილებელი არ არის, თუმცა პრობლემა სერიოზული ნამდვილად არ გახლავთ.“

„„რეალს“ აქვს გამარჯვებულის „დნმ“ და არცერთ ტურნირზე არ ვნებდებით. ჩემპიონთა ლიგის მომდევნო დაპირისპირებაში გუნდი საუკეთესო ვერსიას წარმოადგენს.“

„ვარ თუ არა საუკეთესო გვარდიოლასთან ერთად? ამაზე ნამდვილად ვერ გაგცემთ პასუხს, მსოფლიოში არაერთი უმაღლესი კლასის სპეციალისტია.“

„არ ვიცი, ვინ ითამაშებს ცენტრალური მცველის პოზიციაზე მანჩესტერში, ამაზე ბევრი უნდა ვიფიქრო.“

„ვინისიუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. ვნახოთ, შეუტევს თუ არა „ხეტაფეს“ ფეხბურთელებს.“

„ითამაშებს თუ არა ბენზემა „სიტისთან“ დაპირისპირებას? ის მოედანზე აუცილებლად უნდა გავიდეს.“

„ვეცდები, რომ დერბიში სწრაფი შემადგენლობა ვათამაშე, გარკვეული ცვლილებები აუცილებლად იქნება, ამას ახლავე გიდასტურებთ.“

„კურტუა? ბელგიელს არანაირი პრობლემა არ აქვს, ის სასტარტოში იქნება.“

„მე ვაფასებ შესაძლებლობებს, რომელიც ტიბოს აქვს, ის უალტერნატივო მეკარეა და მიმაჩნია, რომ მსოფლიოში საუკეთესო კარის დარაჯის ჯილდოს იმსახურებს.“

„„ხეტაფე“ ცხრილის ფსკერთან არის, სწორედ ამიტომ მათგან უდიდესი შემართებას და ბრძოლას ველი.“

„ზოგიერთი ფეხბურთელი ძალიან დაღლილია, ვინაიდან წინა დრეებში დიდი დატვირთვა გვქონდა. როგორც გითხარით, როტაცია იქნება.“

„დანი სებალიოსი და ფერლან მენდი თავს კარგად გრძნობენ, არ გამოვრიცხავ, ორივე მოთამაშე სასტარტო შემადგენლობაში მოხვდეს.“

„რუდიგერი? ის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა მცველია. ჩემთვის ფუფუნებაა ალაბას, მილიტაოს და ანტონიოს ერთად ყოლა.“

„ფლორენტინო პერესთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ. მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ პრეზიდენტი ყოველთვის გვხვდება და გვამხნევებს, ის არის ნამდვილად დიდი მმართველი, რომელიც გუნდს დახმარებას უწევს.“

„ამ სეზონში კამავინგას პროგრესი აშკარაა, ფრანგი ძალიან უმატებს და გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა ხდება.“

„სებალიოსის და მარკო ასენსიოს ახალ კონტრაქტებთან დაკავშირებით დადასტურებული ინფორმაციები მალე გვექნება, სხვას ახლა ვერაფერს გეტყვით.“

„ვინისიუსი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელობასთან ძალიან ახლოს არის.“

„ბორდალასს საუკეთესოს ვუსურვებ, მას ძალიან კარგად ესმის ფეხბურთის მნიშვნელოვანი ასპექტები. ჩვენ მეგობრები ვართ და ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა გვაკავშირებს.“ dle 10.1

  • Hala
  • 12 მაი 2023
  • 1846
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)