ბუტრაგენიო:„დიდი მადლობა ქომაგებს, საოცარი საღამო იყო“

ემილიო ბუტრაგენიომ „რეალისა“ და „სიტის“ დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...


„საუბარი უნდა დავიწყო მადლობით. ბერნაბეუზე საოცარი საღამო შედგა, ფეხბურთელები არნახულ მხარდაჭერას გრძნობდნენ და ეს ნამდვილად დასაფასებელია.“

„ყველა ფეხბურთელი მოწოდების სიმაღლეზე იდგა. თასის ფინალის შემდეგ არნახულად დიდი მუხტი მივიღეთ და ვეცადეთ, დღესაც მოგვეპოვებინა გამარჯვება.“

„ყველაფერი ინგლისში გადაწყდება. სამწუხაროა, რომ განმეორებითი დაპირისპირება ბერნაბეუზე არ იმართება, მაგრამ ჩვენ გასვლითი თამაში არაერთხელ მოგვიგია. მჯერა, რომ წარმატების მიღწევას შევძლებთ, ფეხბურთელებს დიდი გამოცდილება აქვთ და შემართებით არიან.“

„თამაში თანაბარი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში წარმატებას ჩვენ ვიმსახურებდით. დარწმუნებული ვარ, განმეორებით პაექრობაში წარმატების მიღწევის შანსი გვექნება, რომელიც უნდა გამოვიყენოთ.“

„გაშვებულმა გოლმა სიტუაცია აურია, თუმცა გონს მალევე მოვეგეთ და მეორე გოლის გატანას ვცდილობდით.“

„ფეხბურთელებს ვერ გამოვარჩევ, ყველა მოთამაშემ ზუსტად შეასრულა მთავარი მწვრთნელის დავალებები.“ dle 10.1

  • Hala
  • 10 მაი 2023
  • 707
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)