ანჩელოტი:„მსაჯის არცერთ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები“

კარლო ანჩელოტიმ „სიტისთან“ დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღშფოთება ვერ დამალა...


„პირველი ტაიმი „სიტის“ უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ჩვენ მწყობრად ვთამაშობდით და მაქსიმალურად ვცდილობდით არსებული სიტუაციის ჩვენს სასიკეთოდ გამოყენებას. ეტაპობრივად ბევრი რამ შევცვალეთ და გოლიც გავიტანეთ.“

„კამავინგას ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჰქონდა. ნებისმიერ პოზიციაზე ფრანგი მოწოდების სიმაღლეზე დგას. დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს ის საოცრად ასპარეზობს და ასევე ქმნის მომენტებს და ეხმარება ვინისიუს ჟუნიორს.“

„კროოსი, მოდრიჩი და ბენზემა ახალგაზრდებს მეტ თავდაჯერებულობას და შემართებას აძლევენ, მათი როლი ძალიან დიდია.“

„ალბათ ხმამაღალი არ იქნება, თუ ამას ვიტყვი. რუდიგერმა სეზონის საუკეთესო თამაში ჩაატარა, მან „სიტის“ წინახაზელები არაერთხელ გაანეიტრალა.“

„მსაჯის გადაწყვეტილება? გვარდიოლას გუნდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. ეს მომენტი რომ გადახადილიყო, ყველა ცალსახად დაინახავდა, რომ „რეალს“ აუტი უნდა მოეწოდებინა და მანჩესტერული გრანდის შეტევა შეჩერებულიყო.“

„შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ საბოლოო ჯამში თამაში ცუდი არ ყოფილა. ყველაფერი ინგლისში გადაწყდება.“

„რომ არა „სიტის“ გოლი, მოვლენები კიდევ უფრო სხვაგვარად განვითარდებოდა. ფეხბურთი სწორედ ასეთი წვრილმანებისგან შედგება.“

„ოთხშაბათამდე დიდი დროა, სწორედ ამიტომ კარგად მოვემზადებით და ვეცდებით, მანჩესტერში თამაშის დროს შეცდომა არ დავუშვათ და ფინალში გავიდეთ.“

„სამეფო კლუბი მოგებას იმსახურებდა და ეს მატჩის შემდეგ გვარდიოლასაც ვუთხარი. სამეფო კლუბს ჰქონდა რეალური მომენტები, რომელიც გოლში უნდა გარდასულიყო, თუმცა ასე არ მოხდა.“

„ჰოლანდის განეიტრალება? ჩვენ არამხოლოდ ერლინგს, არამედ მთლიანად მოწინააღმდეგეს ვანეიტრალებდით.“

„მსაჯმა ბარათი მე მომცა, არადა მას მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები იმსახურებდნენ. ის, რაც არბიტრტმა 90 წუთის მანძილზე აკეთა სამართლიანი არ იყო.“ dle 10.1

  • Hala
  • 10 მაი 2023
  • 13276
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)