კროოსი:„თუ ამას გავაკეთებთ „სიტის“ 100%-ით მოვუგებთ“

ტონი კროოსმა მანჩესტერ „სიტისთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„სიტიმ“ ტრანსფერებში დიდი ფული დახარჯა და დღევანდელ დღემდე მოვიდა. ეს კლუბი 10 წელიწადზე მეტია ახალ ისტორიას წერს და ტიტულებს იგებს. ვიმედოვნებ, ბარიერის გადალახვას და ფინალში გასვლას შევძლებთ.“

„საფეხბურთო სკოლების, აკადემიების და სასწავლო ცენტრების იდეას მივესალმები და ვფიქრობ, რომ თანხები სწორედ აქეთ უნდა მიიმართოს, თუმცა მე „რეალის“ ფეხბურთელი ვარ და „ქალაქელების“ ფულის ხარჯვის ტემპს, ტრაექტორიას და მიზნებს ნამდვილად ვერ განვსაზღვრავ.“

„არ ვიცი, არის თუ არა „სიტი“ ურთულესი მეტოქე ევროპაში. მე პირადად ძალიან ცუდად მახსოვს „აიაქსთან“ წაგებული 1-4, სადაც ამ შედეგს არავინ ელოდა.“

„წლებია ვამბობ, რომ ფეხბურთელებზე არავინ ფიქრობს. ეს სეზონი განსხვავებულია, ვინაიდან მსოფლიო ჩემპიონატი ზამთარში ჩატარდა და ფეხბურთელებმა არნახული რესურსი დახარჯეს. სამწუხაროდ, მე ვერაფერს ვცლი, მაგრამ მივიჩნევ, რომ მოთამაშეებისთვის ამხელა ზეწოლა არ შეიძლება.“

„ჩამშლელად თამაში? ვერ ვიტყვი, რომ ამ პოზიციაზე თავს კომფორტულად არ ვგრძნობ. ვფიქრობ, მოედნის ცენტრის ყველა წერტილში მომიწევს თამაში, როგორც შეტევების ორგანიზების, ასევე დაცვითი ფუნქციების შესრულების დროსაც. ეს ძალიან მომთხოვნი მატჩი იქნება.“

„ჩემი მომავალი? გადაწყვეტილება მიღებულია, ყველაფერი ნათელია და კლუბთან საუბარი აღარ მჭირდება.“

„ბელინგემი? სიმართლე გითხრათ, ინგლისელის ბევრი თამაში არ მინახავს. თუ ის სამეფო კლუბის ფეხბურთელი გახდება, მეტ ანალიზს გავაკეთებ.“

„„სიტი“ კიდევ უფრო გაძლიერდა, მაგრამ არ ვთვლი, რომ რესურსის მხრივ რამე შეიცვალა. ამ გუნდს შარშანაც ყველა რგოლში სრულფასოვნება ჰქონდა.“

„ვინისიუსი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და სამეფო კლუბი მასზე გათვლას კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გააკეთებს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ ამერიკელი მხოლოდ 22 წლის არის და ამხელა გამოცდილებას ფლობს. ერთადერთი, რასაც ვინის ვურჩევ, ემოციების მართვაა, მას სჭირდება სიმშვიდეს და საქმეზე კონცენტრაცია. მესმის, რომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები და გულშემატკივრები მის წინააღმდეგ აგრესიულად მოქმედებენ, თუმცა დროის გასვლასთან ერთად ვინი ისწავლის მათთან გამკვლავებას. მთავარი ის არის, რომ დღესდღეობით ბრაზილიელი საოცარ სიმწვავეს ქმნის და „ბლანკოსის“ დახმარებას ყველა დაპირისპირებაში ახერხებს.“

„გვარდიოლა ბრწყინვალე მწვრთნელია, რომელიც ყოველთვის განვითარებაზე ფიქრობს, მისი გუნდების იდეა კარგი ფეხბურთი და ეფექტიანი შედეგებია. მივესალმები პეპის პროგრესს და მივიჩნევ, რომ ის ისტორიას წერს.“

„პროვოკაცია რუნისგან? მიუხედავად უეინის განცხადების, მე მას პატივს ვცემ და პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მივიჩნევ, რომელმაც „იუნაიტედში“ ბევრს მიაღწია.“

„წარმატების გასაღები? საქმე მარტივად არის. თუ „სიტის“ დამარცხება გვსურს, არცერთი შეცდომა არ უნდა დავუშვათ, მერწმუნეთ ასეა.“ dle 10.1

  • Hala
  • 9 მაი 2023
  • 1809
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)