გვარდიოლა:,,მადრიდელთა დამარცხების და ფინალში გასვლის გვჯერა"

ხოსეპ გვარდიოლამ მადრიდში ჩასვლის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ჩვენ შარშან აქ ჩამოვედით და ძალიან კარგად ვითამაშეთ, თუმცა საბოლოო ჯამში „რეალმა“ გამარჯვებას მიაღწია და ფინალში გავიდა. მოდით, ვაღიაროტ, რომ „ბლანკოსთან“ გამარჯვება მხოლოდ კარგი თამაშით არ შეიძლება, აქ შენს თავს უნდა აჯობო, რადგან ეს არის გუნდი, რომელიც ევროსარბიელზე საუკეთესოდ თამაშობს და შედეგებიც სახეზეა. მაქსიმალური ყურადღებით და კონცენტრაციით თამაშს ვგეგმავთ, ვინაიდან ვიცით, რომ ჩვენ ძალიან რთული მეტოქე გვყავს.“

„აქ შურისსაძიებლად არ ჩამოვსულვართ, გვაქვს შანსი და ვეცდებით, რომ გამოვიყენოთ. ადრე თუ გვიან ფინალში გასვლას შევძლებთ, მინდა რომ ეს დღე მალე დადგეს.“

„გასულ სეზონში განცდილმა მარცხმა ჩვენზე ძალიან ცუდად იმოქმედა, მაგრამ ყველაფერი დავივიწყეთ, ეს უკვე წარსულია და წინ ვიყურებით, გვჯერა იდეის, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს.“

„ევროპაში არაერთი გუნდია, რომელსაც მთელი რესურსი ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე აქვს გადატანილი და შემდეგ უკან მიდის. მე ასე არ მსურს, მე მჭირდება გუნდი, რომელიც ყოველ წელს კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც ევროსარბიელზე, ასევე ინგლისის თასებზე.“

„„ბარსელონა“, „ლივერპული“, „რეალი“ და კიდევ რამდენიმე გუნდი სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ ეტაპებზე ეს კოლექტივები ხშირად ჩანან.“

„მე მჯერა, რომ ფეხბურთელების მოტივაცია უმაღლესია და ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, არანაირი შურისძიება, ჩვენ საუკეთესო ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით, წარსული კი წარსულია.“ dle 10.1

  • Hala
  • 9 მაი 2023
  • 1685
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)