როდრი:„„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მეფეა“

მანჩესტერ „სიტის“ ლიდერმა როდრიმ გვარდიოლასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა...


„დიახ, მეც მივიჩნევ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო გუნდი „რეალია“, ამ კოლექტივს ევროტურნირსი მეფედ მივიჩნევ, თუმცა ვფიქრობ, რომ ფინალში გასვლა შეგვიძლია და ამისთვის ყველაფერი უნდა ვიღონოთ.“

„„შარშან 2 საოცარი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ ფინალში „რეალი“ გავიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ სადღაც პრობლემები შეგვექმნა, რომელიც არ უნდა განმეორდეს. უხარვეზო ფეხბურთის თამაშს ვაპირებთ და გვჯერა, რომ გამარჯვებას შევძლებთ.“

„მადრიდში საბრძოლველად ჩამოვედით. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ გვაქვს, გუნდი საკმაოდ კარგ მომენტშია.“

„დარწმუნებული ვარ, ბრძოლა 180 წუთიანი იქნება. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. პრემიერლიგაში საოცარი სერია გვაქვს და ზედიზედ 10 თამაშის მოგება შევძელით, რამაც პირველ ადგილზე გადასვლის საშუალება მოგვცა, ეს გარკვეულწილად დამატებითი მუხტიც იყო.“

„მოწინააღმდეგეს საკუთარი თამაშის სასუალება არ უნდა მივცეთ. „სიტის“ ყველა ფეხბურთელი მოწოდების სიმაღლეზე დგომას აპირებს, ჩვენ ვიცით, რა დონის მეტოქე გვყავს, სწორედ ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებით ვითამაშებთ.“

„ფეხბურთი მხოლოდ შეტევა არ არის, ყველა რგოლის ბალანსი აუცილებელია, თანაც მაშინ, როდესაც ამხელა დონის მოწინააღმდეგე გყავს.“

„ვინისიუსი? ის სიტუაციას ხშირად ამწვავებს, მაგრამ ანჩელოტის განკარგულებაში მოდრიჩი, ბენზემა, როდრიგო, კროოსი და სხვა ვარსკვლავებიც არიან, ჩვენ აქცენტს მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე ვერცერთ შემთხვევაში ვერ გავაკეთებთ.“

„რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს სანტიაგო ბერნაბეუზე, ბრძოლა მეორე რაუნდში გადაწყდება, ამაში დარწმუნებული ვარ.“ dle 10.1

  • Hala
  • 9 მაი 2023
  • 580
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)