ანჩელოტი:„ეს ფეხბურთელი „სიტიში“ ყველაზე სახიფათოა“

კარლო ანჩელოტიმ „სიტისთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„იმისთვის, რომ „სიტის“ დამარცხება შევძლოთ, როგორც დაცვაში, ასევე წინა ხაზში კარგი შთაბეჭდილება უნდა დავტოვოთ. მხოლოდ დაცვაზე ფიქრი შედეგს ვერ მოგვცემს. შარშან 5 გოლი გავუშვით, მაგრამ 6 გავიტანეთ და ფინალში გავედით. ანალოგიურ სცენარს ახლაც მოვაწერდი ხელს.“

„ჰოლანდის ფაქტორი რა თქმა უნდა გასათავალისწინებელია. ეს ფეხბურთელი გვარდიოლას გუნდში ყველაზე მეტ ხიფათს ქმნის, მაგრამ ჩვენ ვეთამაშებით მანჩესტერ გრანდს და არა კონკრეტულად ერლინგს, სწორედ ამიტომ გუნდური სულისკვეთება გვჭირდება.“

„ვინისიუსს და როდრიგოს სათამაშო წუთები მივეცი, სხვა დახმარება არ გამიწევია. ვიცოდი, რომ ბრაზილიელები გაიხსნებოდნენ და ასეც მოხდა. ვამაყობ, რომ ორივე შემტევი არნახულ პროგრესს აჩვენებს. ეს ფეხბურთელები ჩუამენისთან, კამავინგასთან, ვალვერდესთან და სხვა ახალგაზრდებთან ერთად მადრიდულ ეპოქას შექმნიან.“

„შარშანდელ და წლევანდელ „რეალს“ შორის მხოლოდ ის სხვაობაა, რომ გუნდი ახლა მოქმედი ჩემპიონის რანგში თამაშობს.“

„„სიტი“ უფრო დაიხვეწა, ჰოლანდის სახით კი დიდი შენაძენი გააკეთა, რაც ამ გუნდის თავდასხმას უფრო ძლიერს და სოლიდურს ხდის.“

„ფიზიკური თვალსაზრისით პრობლემები არ გვაქვს. კალენდარი გადატვირთულია, მაგრამ გუნდი მოწოდების სიმაღლეზე დგას. მთავარი მაინც ფსიქოლოგია და ის მოტივაციაა, რომელიც გუნდს გამარჯვებულად აქცევს.“

„მოდრიჩი თავს კარგად გრძნობს და მოედანზე გასვლა შეუძლია. ხორვატი ფეხბურთელი 100%-ით მზადაა.“

„ორივე თამაშს დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. ჩვენ ბერნაბეუზე ფაქტორზე ბევრი უნდა ვიფიქროთ და სხვაობა შევქმნათ.“

„კამავინგა მარცხნივ? სავსებით შესაძლებელია, მოდით ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებ.“ dle 10.1

  • Hala
  • 9 მაი 2023
  • 1687
  • 3

1

9 მაი 2023 10:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9058
შარშანდელ და წლევანდელ „რეალს“ შორის მხოლოდ ის სხვაობაა, რომ გუნდი ახლა მოქმედი ჩემპიონის რანგში თამაშობს.“

სწორედ ესაა მთავარი. ახლა უფრო მეტად ექნებათ საკუთარი თავის იმედი თორემ შარშან აშკარად გვაჯობეს. იმედი მაქვს წელს სულ სხვანაირად ვითამაშებთ

2

9 მაი 2023 10:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2059
შარშან სიტის ჰოლანდი არ ყავდა და ეგ მნიშვნელოვანია. თუ ფინალში გასვლა გვინდა, ვინისიუსმა საოცრებები უნდა აკეთოს და ნახევარდაცვაში უშეცდომოები უნდა ვიყით

3

9 მაი 2023 11:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 28
Yvela fexburtelma ise rom itamashos rogorc sheudzliat darwmunebuli var vajobebt. Motivacia tu ar qondat da shemarteba egret araferi gamova

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (223)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)