მანჩესტერ „სიტისთვის“ მზადება დაიწყო

დასვენების დრო არ არის. მადრიდის „რეალმა“ აღდგენითი ვარჯიში გამართა და ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალისთვის მზადება დაიწყო...


დანი სებალიოსი ტრავმირებულია და სამედიცინო ტესტებს გადის, შესაბამისად, დღევანდელ სესიაზე დატვირთვა ვერ მიიღო.

რაც შეეხება ფერლან მენდის, სესიის ნაწილი ფრანგმა გუნდთან ერთად ჩაატარა, ნაწილი კი ინდივიდუალურად.

100%-იან დატვირთვას იღებს ლუკა მოდრიჩი, რომელსც კუთთებზე არანაირი პრობლემა აღარ აქვს და „სიტისთან“ დაპირისპირებაში მზად იქნება.

დღევანდელ სესიაზე კარლო ანჩელოტიმ დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს, პრესინგს და ტაქტიკურ მონახაზებს.

ფეხბურთელები, რომლებიც „ოსასუნასთან“ სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, აღდგენით პროცესს გადიოდნენ, დანარჩენებმა კი ყველა დავალება სრულფასოვნად შეასრულეს.

„მერენგებმა“ ხვალ ფინალური სესია ჩანიშნეს. dle 10.1

  • Hala
  • 7 მაი 2023
  • 474
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)