კროოსი:„ამ დღის დადგომაზე ბევრჯერ მიფიქრია“

ტონი კროოსმა „ლა კოპა“ მოიგო. ეს გახლდათ ერთადერთი ტიტული, რომელიც გერმანელს აქამდე არ უზეიმია...


„ძალიან მიხარია, რომ გავიმარჯვეთ. ამ დღის დადგომაზე არაერთხელ მიფიქრია. სამეფო კლუბის რიგებში ბევრი ტიტული მოვიგე, ზოგიერთი კი რამდენჯერმე, თუმცა „ლა კოპაზე“ წარმატებას პირველად მივაღწიე, რაც მახარებს.“

„ურთულესი თამაში იყო. მეტოქემ ჩვენსავით დიდი გზა განვლო ფინალამდე და სურდა, რომ წარმატებისთვის მიეღწია. ჩემთვის ეს საღამო ნამდვილად დასამახსოვრებელია. „რეალმა“ ისე ითამაშა, როგორც თამაში მოითხოვდა.“

„პირველ 30 წუთში სამეფო კლუბს აშკარა უპირატესობა ჰქონდა, რაც პირველ რიგში ვინისიუს ჟუნიორის დამსახურება იყო. ბრაზილიელი არასდროს ჩერდება.“

„„ოსასუნამ“ ცხოვრება გაგვირთულა, თუმცა ჩვენ საკუთარ თავში ძალა ვიპოვეთ და სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ.“

„ახლა „სიტიზე“ უნდა გადავერთოთ. დასასვენებლად ბევრი დრო არ გვაქვს, ამიტომ საჭიროა მაქსიმალური მობილიზება და კონცენტრაცია.“

„მანჩესტერული გრანდი ამ ეტაპზე ყველაზე მძიმე მეტოქეა, ამიტომ საუკეთესო ვერსია უნდა წარმოვადგინოთ და ფინალში გავიდეთ.“ dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)