ფლორენტინო პერესი:„რჩება თუ არა ანჩელოტი? პასუხი ნათელია“

ფლორენტინო პერესმა „ლა კოპას“ მოგების შემდეგ ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საინტერესო საკითხები მიმოიხილა...


„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო „ოსასუნას“, რომელმაც არნახული ფინალი შემოგვთავაზა და ამ ეტაპამდეც ბევრი დაბრკოლება გადალახა. ამ კლუბის პროგრესი აშკარაა, სწორედ ამიტომ მხოლოდ წაგებაზე არ უნდა იფიქრონ. პამპლონელთა პრეზიდენტის გარჯა ეტაპობრივად ფასდება.“

„„კასერენიოსთან“ მატჩიდან მოყოლებული ურთულესი გზა გავიარეთ და ისეთი გუნდები დავამარცხეთ, როგორებიც „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“ არიან. ჩვენ კონკურენტუნარიანი ტურნირი ჩავატარეთ და ფინალში მოვხვდით.“

„ტიტულების მოგება დიდი ძალისხმევით და თავგანწირვით არის შესაძლებელი. ვამაყობ, რომ თასი აღვმართეთ.“

„„ბლანკოსში“ სტანდარტი არასდროს იცვლება, აქ ყოველთვის დიდი მოთხოვნებია, სწორედ ამიტომ მოწოდების სიმაღლეზე დგომა გვმართებს.“

„დარჩება თუ არა ანჩელოტი? ამაზე პასუხი ნათელია, მას კონტრაქტი კიდევ 1 წელი აქვს. მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და იტალიელს ჩემპიონობა მივულოცოთ, მისი გაკეთებული საქმის შედეგები ყველასთვის ხელშესახებია.“

„მე ვარ ძალიან ბედნიერი იმით, რომ ანჩელოტის და მის გუნდს მადრიდის „რეალი“ ჩავაბარე.“

„როდრიგო შესანიშნავია, ისევე როგორც ვინისიუსი. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ფეხბურთელები მომდევნო 10 წელი „რეალში“ იასპარეზებენ, რაც ძალიან მახარებს. ორივე ბრაზილიელმა არაერთხელ გვიჩვენა რა შეუძლიათ.“

„ვინისიუსი ფეხბურთის განვითარებას უწყობს ხელს. ქომაგებს ნამდვილად უყვართ ფინტები და ესთეთიკა, სწორედ ამიტომ მასზე ბევრი უნდა ვიზრუნოთ. როდესაც ვინი ბურთს იღებს, ყველა ჩერდება და ფიქრობს, რას მოიმოქმედებს წინახაზელი. მე ვფიქრობ, რომ სამხრეთ-ამერიკელი საკუთარ პოზიციაზე საუკეთესოა.“

„დიახ, ჩვენ დავიღალეთ, კალენდარიც გადატვირთული გვაქვს, მაგრამ ვერ გავჩერდებით, ჩვენ ხომ „სიტის“ უნდა დავუპირისპირდეთ და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაზე ვიფიქროთ.“ dle 10.1


1

7 მაი 2023 13:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 155
TRANSFEREBI DADE PEREC GAAZREBULI OGOND

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 19
3 სორლოტი 19
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (228)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)